Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ISIS-მა 60 ქვეყნის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეო გაავრცელა

26 ნოემბერი, 2015 13:01

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ინგლისურ ენაზე ახალი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ემუქრება 60 ქვეყანას, რადგან, მათი თქმით, ისინი „ეშმაკის კოალიციის“ წევრები არიან, - წერს Gazeta.ru Mirror-ზე დაყრდნობით.

4-წუთიან ვიდეოში ნაჩვენებია იმ 60 ქვეყნის დროშები, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ კოალიციაში ერთიანდებიან.

„ეს ეშმაკის კოალიციაა ირანთან ერთად. თურქეთი და რუსეთი ჩაერთვნენ ბრძოლაში. თქვენ გიერთდებიან ურწმუნოები და ისინი იბრძოლებენ სიმართლის წინააღმდეგ. რაც უფრო მეტნი იქნებით, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი რწმენა. ჩვენ ვითვლით თქვენს დროშებს. ჩვენმა წინასწარმეტყველმა თქვა, რომ როდესაც რიცხვი 80-ს მიაღწევს, ომის ცეცხლი აალდება და თქვენ ყველანი დაიწვებით", - ნათქვამია ვიდეოში.

„მტრების სიაში“ ასევე მოხვდნენ უკრაინა, მოლდოვა და ბალტიისპირეთის ქვეყნები.

აღნიშნულ ვიდეოში საქართველო „ისლამური სახელმწიფოს" მტრად არ არის დასახელებული.

ვიდეოში ნაჩვენებია იმ ქვეყნების დროშებიც, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულნი არ არიან: ფინეთი, შვედეთი, იაპონია, უკრაინა, მექსიკა. ვიდეოში ჩაწერილია მიმართვა აშშ-სთვის.

აშშ, შენ ამბობ, რომ ისტორიის განმავლობაში საუკეთესო არმია გყავს. შენ შეიძლება გყავდეს მრავალრიცხოვანი არმია და იარაღი, მაგრამ შენს ჯარისკაცებს აკლიათ ნება და შემართება, ავღანეთსა და ერაყში მიღებული იარები ჯერ კიდევ არ მორჩენიათ", - ნათქვამია მიმართვაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^