Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევროკავშირი თურქეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს ანახლებს

26 ნოემბერი, 2015 17:43

თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს ბლოკი მომდევნო თვეში ეკონომიკურ პოლიტიკაზე მოლაპარაკებების გახსნით უპასუხებს - ევროპის საკითხებში თურქეთის ახალმა მინისტრმა, ვოლკან ბოზკირმა განაცხადა, რომ ევროკავშირი თანახმაა, გაყინული მოლაპარაკებები განაახლოს.

აქამდე პროცესს კვიპროსის რესპუბლიკასთან თურქეთის უთანხმოება და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით პრობლემური სიტუაცია აფერხებდა, მაგრამ ევროკავშირს სურს, თურქეთი წაახალისოს და ევროპაში მიგრანტების გადინება შეწყვიტოს.

თურქეთის ევროკავშირში გაერთიანება აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი, მათ შორის გერმანის კანცლერი ანგელა მერკელი, ამის წინააღმდეგია. მათი არგუმენტით, ასეთი დიდი ქვეყანა, რომლის ძირითადი მოსახლეობა მუსლიმია, ხოლო რეგიონები - ღარიბი, ევროკავშირის ზოგად სურათს შეცვლის.

თურქეთის მოლაპარაკებები ევროკავშირთან 2005 წელს დაიწყო და აქამდე მხოლოდ 13 მუხლზეა გახსნილი.

ევროკავშირის კანონმდებლობის მე-17 მუხლი ეკონომიკასა და მონეტარულ პოლიტიკას ეხება. როგორც ვოლკან ბოზკირი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, 14-15 დეკემბერს ბრიუსელში მოლაპარაკებებზე სწორედ ამ საკითხების განხილვას დაიწყებენ.

ევროკომისია მოუწოდებს თურქეთს, გააუმჯობესოს ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი ქვეყანაში, გააძლიეროს დემოკრატია და გაატაროს უფრო ღრმა სასამართლო რეფორმა.

 

წყარო: BBC

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^