Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: 2016 წლის 1 ივლისიდან პენსია 180 ლარი გახდება

27 ნოემბერი, 2015 10:05

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განხადებით, 2016 წლის 1 ივლისიდან პენსია 180 ლარი გახდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა.

„გადავწყვიტეთ, რომ 2016 წლის 1 ივლისიდან პენსიები 180 ლარი გახდეს. 2012 წლიდან ჩვენ პენსიები გავზარდეთ დაახლოებით 64%-ით, შედეგად 600 მილიონი ლარით მეტს გავცემთ პენსიონერებისთვის. შეგახსენებთ, რომ 2012 წლამდე პენსია 110 -125 ლარი იყო. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გავათანაბროთ ის და გაისად პენსია 180 ლარი იქნება“, - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა ინტერსიურად მუშაობს საპენსიო რეფორმაზე. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაინერგოს პენსიის დაგროვებითი  სისტემა და საქართველო ახალ სისტემაზე ეტაპობრივად გადავიდეს.

მისი თქმით, მთავრობა თავიდანვე აცხადებდა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული იქნებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრემიერმა განაცხადა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი სახსრები განკუთვნილი იქნება პენსიებისა და პედაგოგების საბაზო ხელფასების ზრდისთვის, ასევე მაღალმთიანი რეგიონების განთვითარების ხელშეწყობისა და სხვა ღონისძიებებისთვის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^