პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი მთავრობის ყველაზე დიდი მიღწევაა, რადგან გააცნობიერეს, რა შეიძლება მოიტანოს მთიანეთის დაცლამ.
პრემიერის თქმით, მომავალ წელს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ფონდის დაფინანსება 20 მლნ ლარით გაიზრდება.
„რაც შეეხება სხვა პროექტებს, დაახლოებით მილიარდი ლარი გვაქვს გათვალისწინებული. აქედან დაახლოებით ნახევარი მილიარდი საგზაო ინფრასტრუქტურას მოხმარდება. 280 მლნ ლარი რეგიონში განსახორციელებელი პროექტებისთვისაა გათვალისწინებული" - თქვა პრემიერმა.
მისი განმარტებით, გაგრძელდება პროგრამა „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერა, რომლის ფარგლებშიც, დღეის მდგომარეობით, 139 საწარმოა დაფინანსებული.
„რაც შეეხება ინდუსტრიულ მიმართულებას, 123 ქარხანა უკვე დავაფინანსეთ. ეს არის ჯამში 350 მლნ ლარის ინვესტიცია" - თქვა პრემიერმა.