Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბაქრაძე: ვიზალიბერალიზაციისთვის მზად არიან, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდება

27 ნოემბერი, 2015 13:39

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ დავით ბაქრაძის თქმით, ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზად არის ვიზალიბერალიზაციისთვის და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, „რამე ისეთი, როგორსაც ცოტა ხნის წინ „რუსთავი 2-თან" მიმართებაში ჰქონდა ადგილი, დეკემბერში გადაწყვეტილება დადებითი იქნება".

„ვიზალიბერალიზაციის დადებით გადაწყვეტილებასთან ერთად ბრიუსელიდან მოდის მკაფიო სიგნალები ხელისუფლების მისამართით, რომ ევროპული საქართველო ნიშნავს დემოკრატიულ საქართველოს, ნიშნავს საქართველოს, სადაც არ ხდება ოპოზიციური არხების დევნა, პოლიტიკური ძალადობა და ოპოზიციის წევრების პოლიტიკური დაპატიმრებები" - ამბობს ბაქრაძე.

19 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ევროკავშირში ითხოვდნენ, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია არ მიეცათ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^