Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის საკრებულომ უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესი მიიღო

27 ნოემბერი, 2015 18:29

თბილისის საკრებულომ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესი“ დაამტკიცა. მერიის მიერ შემუშავებული დოკუმენტი თბილისის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებსა და პროცედურებს განსაზღვრავს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, უსახლკარო პირად რეგისტრაციისათვის მოქალაქე უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი წესის თანახმად დამტკიცებულ ყველა კრიტერიუმს, მათ შორის, რეგისტრირებული უნდა იყოს  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

„პრიორიტეტი მიენიჭება: მკვეთრად ან მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათი ოჯახის წევრებს, ვეტერანებს, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, მათ არასრულწლოვან შვილ(ებ)ს, მრავალშვილიან ოჯახებს და ა.შ.  

აღნიშნული წესის განსახორციელებლად, დედაქალაქის მთავრობამ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისია“ უნდა შექმნას, რომელიც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.

თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფისთვის უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა რიგითობა  მათი ქონებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი პირობების, ჯანმრთელობისა და სხვა ფაქტობრივ გარემოებათა ურთიერთშედარების საფუძველზე განისაზღვრება და ოპტიმალური გადანაწილების პრინციპის საფუძველზე მოხდება", - აცხადებენ მერიაში.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^