Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ასოცირების ხელშეკრულების მხარდასაჭერად ევროკავშირი საქართველოსთვის €100 მლნ-ს გამოყოფს

27 ნოემბერი, 2015 18:36

ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მობილობის ხელშეკრულების რეფორმების მხარდასაჭერად, ევროკომისია საქართველოსთვის 100 მლნ ევროს გამოყოფს.

„ასოცირების ხელშეკრულებით, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა. ეს პაკეტი უმთავრესი ელემენტების მხარდასაჭერად გამოიყოფა ამ ურთიერთობაში, რომელიც ასე დაახლოებული არასდროს ყოფილა", - ამბობს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი.

პრესრელიზში, რომელიც ევროკომისიის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ახალი პაკეტი საქართველოს დაეხმარება, რეფორმები წარმატებით განახორციელოს საჯარო ადმინისტირირების, სოფლის მეურნეობის სფეროებში. 

„პაკეტი ხელს შეუწყობს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, მთავარ ინსტიტუტებს დაეხმარება ასოცირების შეთანხმების იმპელემენტაციაში და ხელს შეუწყობს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესს", - ნათქვამია პრესრელიზში. 

პაკეტი ოთხ სფეროს მოიცავს - საჯარო ადმინისტრირების რეფორმის მხარდაჭერა, ევროპული სამეზობლოს პროგრამა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (მე-2 ფაზა), ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმი და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა. 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^