Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მინისტრების შეფასებები რუსეთ-თურქეთის საკითხზე

27 ნოემბერი, 2015 19:07

„ეს ძალიან მძიმე სიტუაციაა, მძიმე მდგომარეობაა. ჩვენ ვხედავთ ბოლო დროს განხორციელებულ მოვლენებს და ძალიან სახიფათოა", - ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე რუსეთ-თურქეთს შორის ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.

„ზოგადად, ამასთან დაკავშირებით მთელი მსოფლიო შეშფოთებულია და დაველოდოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები", - განაცხადა კალაძემ. 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით კი, დაძაბულობა ხელს არ უწყობს არც საქართველოს და არც ჩვენი ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკის განვითარებას.

„თავისთავად ცხადია, ძალიან რთულია, როდესაც ორ დიდ მეზობელს შორის სიტუაცია არის ძალიან დაძაბული. მე მაინც იმედი მაქვს, რომ გონიერება გაიმარჯვებს და მათ შორის ვითარების შემდგომი ესკალაცია არ მოხდება. დაძაბულობა ეკონომიკის განვითარებას არ უწყობს ხელს, არც ჩვენი და არც იმ ქვეყნების, რომელიც ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან", - განაცხადა ხადურმა. 

არც ერთი დაპირისპირება არ შეიძლება დადებითად აისახოს რომელიმე ქვეყანაზე, - ეს განცხადება კი ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გააკეთა. 

მინისტრი იმედს იტოვებს, რომ საქმე სამხედრო დაპირისპირებამდე არ მივა და დაძაბულობა პოლიტიკური საშუალებებით განიმუხტება.

სამშაბათს, თურქეთმა სირიის საზღვართან რუსული ბომბდამშენი „სუ-24“ ჩამოაგდო. თურქულმა F-16 ტიპის ავიაგამანადგურებელმა სამხედრო თვითმფრინავი მას შემდეგ ჩამოაგდო, რაც მან, გაფრთხილებების მიუხედავად, თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. რუსული მხარის განცხადებით, თვითმფრინავს თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია. „ჩვენ დარწმუნებით ვიცით, რომ თვითმფრინავი სირიის საჰაერო სივრცეში, სირიის თავზე იყო“, - თქვა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა,

რუსეთის პრეზიდნეტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, „სუ-24-ის“ ორივე მფრინავმა კატაპულტირება მოახერხა. პარაშუტით დაშვებისას ერთ-ერთ პილოტს ხმელეთიდან ცეცხლი გაუხსნენ, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. მეორე პილოტი იპოვა სირიის სამთავრობო არმიამ, რომელმაც მიიყვანა პილოტი რუსეთის ავიაბაზე სირიაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^