Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერის თქმით, სიმსივნის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი გამონაბოლქვია

03 დეკემბერი, 2015 10:51

როგორც დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა გეგმავს ავტომანქანებისთვის სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერების შემოღებას. მისი თქმით, თბილისში ეკოლოგიის კუთხით კატასტროფაა.

„არის მასობრივი ჩივილი და უკმაყოფილება, რომ ავტომანქანები დადიან  სპეციალური კატალიზატორის გარეშე, რომელიც გამონაბოლქვს ფილტრავს. მინდა გთხოვოთ, რომ საწვავის  გეგმიური შემოწმება სისტემატურად გააგრძელოთ“, - აღნიშნა მან.

მისი თქმით აღნიშნული საკითხები ეტაპობრივად და აუცილებლად უნდა მოგვარდეს.

„ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ბავშვების ჯანმრთელობა, მესმის, რომ ბევრი ადამიანი ავტომობილს იყენებს, ტაქსაობს, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ჯანმრთელობას. ჩვენ შეიძლება 1 კაცი გავანაწყენოთ, მაგრამ 10 და 20 ადამიანის სიცოცხლე ვიხსნათ. ვფიქრობ, ამ საკითხზე შეიძლება საზოგადოებრივო აზრის კვლევა ჩავატაროთ, მოსახლეობას მივმართოთ კითხვით, რა ურჩევნიათ. რაღაც თანხა შეიძლება გაწიოს ადამიანმა, რომელიც ტაქსაობს და არ აქვს ის კატალიზატორი, ეს თანხა შეიძლება განვადებით გავაკეთოთ, კომპანიას, ვინც შემოიტანს ამ კატალიზატორს,  განვადებით რომ მისცეს მოსახლეობას. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამ საკითხზე წუხს. ამის შემდეგ ჩვენ შემოვიტანთ დაზღვევას და სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას. ამას დროში გავწერთ, რა თქმა უნდა, ერთიანად  არ მოვთხოვთ მოსახლეობას, რომ ყველაფერი ერთიანად  გააკეთოს. ამას გარდა, ვიცი, რომ სიმსივნის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი სწორედ გამონაბოლქვია“, - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის სხდომაზე გარემოს დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ქალაქში წარმოებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჰაერის ძირითადი დამბინძურებელი ავტომანქანებია.

მისი თქმით, ამის მიზეზი საწვავის ხარისხთან ერთად ავტოსატრანსპორტო პარკის სიძველეც არის.

„საწვავის ხარისხთან ერთად, პრობლემააა ასევე გამონაბოლქვში იმ ტოქსიკური აირების შემცველობა, რომელიც არასრული წვის შედეგია. შესაბამისად, სხვა ინიციატივების პარალელურად ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ ავტოსატრანსპორტო პარკი ეტაპობრივად გაუმჯობესდეს და გაჯანსაღდეს“, - აღნიშნა აგულაშვილმა.

მისი თქმით, თბილისში კვლევების შედეგად, დადგინდა, რომ ზოგიერთ უბანში ჰაერის ხარისხში მაჩვენებლები ევროსტანდარტის შესაბამისად საშუალო დონისაა, მაგრამ იმიასთვის, რომ ვითარება გაუმჯობესდეს, ავტოპარკი უნდა შეიცვალოს.

„საწვავის ხარისხზე მთავრობის მიერ დადგენილ ნორმებზე შეიძლება ითქვას, რომ ცალკეულმა იმპორტიორებმა ის უკვე შეასრულეს და საწვავი, რომელიც იყიდება, უკვე შეესაბამება ევრო 5-ის სტანდარტებს“, - აღნიშნა აგულაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^