Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მართვის მოწმობას ქულები მიენიჭება და ამოწურვის შემთხვევაში გაუქმდება

03 დეკემბერი, 2015 15:57

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, 1 იანვრიდან მართვის მოწმობას 1 წლის განმავლობაში100 ქულა ენიჭება და ამოწურვის შემთხვევაში ჩამოერთმევა.

„1 იანვრიდან ყველა მართვის მოწმობას, განურჩევლად კატეგორიისა, წელიწადში ერთხელ 100 ქულა მიენიჭება. რამდენჯერაც მოქალაქე მოძრაობის წესს დარღვევს, პატრული გააჩერებს და დააჯარიმებს, მაგალითად ტელეფონზე საუბრისთვის, ეს შესაბამისი ქულის გამოკლებას ნიშნავს. დაჯარიმებისას კომპიუტერული პროგრამა ავტომატურად აკლებს ქულებს ამ 100 ქულიდან“, - ამბობს ხუციშვილი.

მისივე განმარტებით, კანონპროექტის მიხედვით, ვიდრე მართვის მოწმობისთვის მინიჭებული 100 ქულა ნულზე ჩამოვა, მძღოლს მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობებენ, რომ ქულები უმცირდება, განულების შემთხვევაში კი მიიღებს ატყობინებენ, რომ  ქულები ამოეწურა და, შესაბამისად, მართვის მოწმობა გაუუქმდა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ორი თვის შემდეგ მოქალაქეს შეუძლია, მომსახურების სააგენტოს მიმართოს და თავიდან  გაიაროს გამოცდა.

„მას შემდეგ, რაც, გამოცდას ჩააბარებს, ანუ სახელმწიფო კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ მოქალაქემ იცის მოძრაობის წესები, თავიდან აიღებს მართვის მოწმობას" - ამბობს ხუციშვილი. 

რომელი დარღვევა რამდენ ქულას შეადგენს, ჯერ არ არის დადგენილი და სამომავლოდ დაკონკრეტდება.

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^