Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"მე არ ვარ საშიში" - მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

06 დეკემბერი, 2015 15:29

"მე არ ვარ საშიში" - ამ ლოზუნგით თბილისში, მტკვირის მარჯვენა სანაპიროზე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებისა და დილერების საპროტესტო აქცია გაიმართა. მათი განცხადებით, გაუმართლებელია ის მიზეზები, რომლითაც ხელისუფლება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვას აპირებს. აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, თუ შსს და ხელისუფლება რამდენიმე თვეში აკრძალვას არ გააუქმებენ, აქციები გაგრძელდება და ისინი პროტესტს უფრო მწვავე ფორმით გამოხატავენ.

მანქანათა უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც მძღოლებმა და დილერებმა პროტესტის ნიშნად გააკეთეს,  მშრალი ხიდიდან თამარ მეფის ხიდამდე გრძელდებოდა.

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებმა მსგავსი გამაფრთხილებელი აქცია ქუთაისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზეც გამართეს. ისინიც მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის შესაძლო აკრძალვას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, თუ ხელისუფლება აკრძალვას არ გააუქმებს, ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^