Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზვიად ქორიძე პროკურატურაში დაიბარეს

09 დეკემბერი, 2015 0:01

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე პროკურატურაში დაიბარეს.

„პროკურატურის წარმომადგენელმა მთხოვა, რომ მივსულიყავი. არ ვიცი ხვალ შევძლებ თუ არა მისვლას, თბილისში არ ვიმყოფები. ეს დაკითხვა არ არის, გასაუბრება იქნება. ფორმატი არ ვიცი როგორი იქნება" - ამბობს ქორიძე „ლიბერალთან" საუბარში. 

როგორც ის განმარტავს, პროკურატურაში მისი დაბარება მის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც, ზოგიერთ პოლიტიკოსი ცალკეული მსჯავრდებულების საქმეების განხილვას და დადებითად გადაწყვეტას ითხოვს.

„არის ცალკეული შეტყობინებები, საუბრები, როცა მათ სურთ ცალკეული მსჯავლდებულების საქმეების განხილვა და დადებითად გადაწყვეტა. ასეთი მოძალებული ინტერესი პოლიტიკოსთა მხრიდან, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა მრიდან, მიმაჩნია, რომ  სარისკო და საეჭვოა" - ამბობს ქორიძე.

პროკურატურაში დაბარებულია საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილიც, რომელიც პატიმრების შეწყალების კორუფციულ საქმეში პოლიტიკოსების შესაძლო მონაწილეობაზე სასაუბრობს.

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნს ქართ ...

p.p1 {margin: 0.0px 0.0px 8.0px 0.0px; text-align: justify; font: 11.0px Helvetica; color: #000000; -webkit-text-stroke ...
08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
^