იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, მოქმედი მდივანი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.
მურუსიძის კანდიდატურას საბჭოში გამართულ კენჭისყრაზე 14 მოქმედი წევრიდან 10-მა დაუჭირა მხარი.
მურუსიძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ვადა მომავალი წლის აპრილში ეწურება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლისგან განსხვავებით [რომელსაც პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი ამტკიცებს], სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს.
ლევან მურუსიძის არჩევის შემდეგ იუსტიციის საბჭოს შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს.