Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მწვანე ალტერნატივა: „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების გაუმჭვირვალობა ქვეყანას საფრთხეს უქმნის

12 იანვარი, 2016 11:55

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა" აცხადებს, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“ შორის მოლაპარაკებებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ საქართველოს ენერგეტიკული სექტორი სრულიად დახურული და გაუმჭვირვალეა, რაც  კოგნიტური ინტერესების გატარების დიდ შესაძლებლობას ქმნის. ორგანიზაციის თქმით, რაც დიდი საფრთხის წინაშე აყენებს როგორც საქართველოს ენერგო-განვითარებას, ისე ქვეყნის დამოუკიდებლობას.

„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველომ აიღო ვალდებულება, განახორციელოს რეფორმა ენერგეტიკის სექტორში და მაქსიმალურად დააახლოოს ის ევროკავშირის რეგულაციებთან, ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში შესვლის გზით. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომლის გადაჭრასაც ხელს შეუწყობს ენერგეტიკულ გაერთიანებაში შესვლა, ესაა გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულიანი ენერგეტიკის სექტორის ჩამოყალიბება.

„გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს სახელმწიფო ორგანოებსა და კომპანიებს შორის ხელშეკრულებების დადების, ასევე, კომპეტენტური ორგანოების მიერ ლიცენზირებისა და ნებართვების მინიჭების პროცესი დახურულია საზოგადოებისთვის. ამ პროცესების დუხურულობა კი წინაპირობაა იმის, რომ ესა თუ ის კომპანია შესაძლოა აღმოჩნდეს განსაკუთრებულ  პირობებში, ხოლო მავანმა მიიღოს პირადი სარგებელი.

აღსანიშნავია, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგაც გრძელდება სხვადასხვა კომპანიასთან კონტრაქტების გაფორმების ეს სამწუხარო პრაქტიკა. ამასთან, თავად ენერგეტიკის სამინისტრო აღიარებს, რომ არსებული კონტრაქტების ნაწილი ეწინააღმდეგება ევროპის ენერგო-გაერთიანების პრინციპებს და ითხოვს ევროპული მხარისგან გამონაკლისების დაშვებას. ამ ფონზე, აბსოლუტურად გაუმჭვირვალედ მიმდინარე მოლაპარაკებები „გაზპრომთან“, რომლის საგანი იცვლება იმისდა მიხედვით, რომელი მინისტრი ან მინისტრის მოადგილე პასუხობს მედიას (ზოგ შემთხვევაში, საუბარია გაზის გატარებაზე, ზოგ შემთხვევაში – ბაზრის დივერსიფიკაციაზე), მეტად შემაშფოთებელია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ენერგეტიკის სამინისტროს:

- დააჩქაროს ევროპის ენერგო-გაერთიანებაში გაწევრიანება  და ყველა ახალი მემორანდუმი თუ ხელშეკრულება გაფორმდეს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან შეთანხმებით;

- უზრუნველყოს „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებების გამჭვირვალობა და საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში", - ვკითხულობთ განმცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 მაისი
25 მაისი

ჭიათურაში აქციას ტყიბულელი მეშახტეები შე ...

რამდენიმე წუთის წინ ჭიათურაში მიმდინარე აქციას ტყიბულელი მეშახტეები შეუერთდნენ. მათ ჭიათურელ მაღაროელებს სოლიდ ...
25 მაისი
25 მაისი

ვიდეო: როგორ იმოძრავებენ ავტომანქანები 2 ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძ ...
25 მაისი
25 მაისი

დიდ დიღომში მე-8 სართულიდან 3 წლის ბავშვ ...

დიდ დიღომში მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა. შემთხვევა დღეს, 25 მაისს,  პეტრე იბერის ქუჩაზე მოხდ ...
^