„გამოძიების პროცესში კიდევ ახალი დეტალები გახდება ცნობილი და საზოგადოება ამის შესახებ დროულად შეიტყობს. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, კომენტარებს კიდევ გააკეთებენ პროკურატურის წარმომადგენლები და თავად მხარე",- ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ბიძინა კუჭავას ოჯახის წევრების საპასუხოდ განაცხადა, რომლებიც აცხადებენ, რომ თალაკვაძემ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია, რადგან გამოძიების დასრულებამდე კუჭავა მკვლელად გამოაცხადა.
„საზოგადოებას გავეცი პასუხები იმ შეკითხვებზე, რომლებიც ჩვენს მიმართ დაისვა. უდანაშაულობის პრეზუმფცია ამ შემთხვევაში არ დარღვეულა, რადგან უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის ვალდებულება და ტვირთი არ აქვს ბრალდების მხარეს. ბრალდების მხარე ვალდებულია, ამტკიცოს ბრალეულობა. ეს ერთმნიშვნელოვანია, - განაცხადა თალაკვაძემ.