Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„გადაიღე საქართველოში“ – კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამა

26 იანვარი, 2016 17:46

დღეიდან პროგრამას „აწარმოე საქართველოში" ახალი კომპონენტი დაემატა - „გადაიღე საქართველოში“. კონოინდუსტრიის წახალისების პრეზენტაციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ სურთ, სახელმწიფო აპარატი მოიმართოს იმგვარად, რომ კინოგადაღებას კოორდინირებულად შეეწყოს ხელი.

„ქართველ და უცხოელ პროდიუსერებს ექნებათ საშუალება, ისარგებლონ კინოინდუსტრიის წამახალისებელი პროგრამით, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებმა შეიმუშავეს. საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს შეუძლიათ ისარგებლონ მთავრობის მიერ შეთავაზებული სქემით, რაც გულისხმობს ქვეყანაში გადაღებებზე დახარჯული ბიუჯეტის კვალიფიციური ხარჯის 25%-მდე პროდიუსერისთვის დაბრუნებას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ეს „ეს ეროვნული ფილმწარმოების განვითარებისთვის კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება. „ყველამ ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქართული კინო ქვეყნის იმიჯის ფორმირებაში, კულტურაში. კინო მუდამ იყო ქვეყნის პასპორტი და ვიზა საერთაშორისო ასპარეზზე. მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანაა, სადაც კინოს უწყვეტი განვითარების 100-წლიანი ისტორია აქვს", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს კინოს, როგორც ბიზნესინდუსტრიის განვითარებას საქართველოში და ქვეყანა, ამ მხრივ, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი გახდება.

„უნდა ითქვას, რომ საბჭოთა პერიოდშიც კი, როდესაც სათანადო დონეზე არ იყო დაცული სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები, კინო ყოველთვის ახერხებდა ქვეყნის დამოუკიდებლობის სულისკვეთების გაძლიერებას; ქართული კინო არის ის სიტყვა, რომლითაც ყველა ქართველი უნდა ამაყობდეს. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი კინოინდუსტრიის განვითარებას და მომიჯნავე დარგებზე სარგებლის გადადინების ეფექტის შექმნას. რაც შეიძლება ნაკლები ბიუროკრატიული დაბრკოლება უნდა შეხვდეთ პროდიუსერებს, ჩვენი მიზანია, მთელი სახელმწიფო აპარატი მოიმართოს იმგვარად, რომ კინოგადაღებას მაქსიმალურად კოორდინირებულად შეეწყოს ხელი და წავახალისოთ ნიჭიერი ადამიანები, მოახდინონ თავიანთი შესაძლებლობებისა და ნიჭის რეალიზაცია, რათა ამით შეიტანონ წვლილი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენი ამოცანაა, გავზარდოთ კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი, ასევე შევქმათ ახალი სამუშაო ადგილები. სწორედ ასე მივაღწევთ ჩვენი ეკონომიკის და ქვეყნის განვითარებას", - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^