
„ზოგადად, ეს საკითხები კონფიდენციალურია“, - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის შეფასებით, მოსამართლეთა საგამოცდო ტესტების წინასწარი გამჟღავნების თაობაზე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის განცხადებას სხვა მიზანი და მიმართულება ჰქონდა.
კითხვაზე, რა მიზანი ჰქონდა მამუკა ახვლედიანს, გვენეტაძემ განაცხადა, რომ მის მიზნებზე ვერ ისაუბრებს, რადგან "ეთიკის უფრო მაღალი სტანდარტი აქვს დასაცავი“.
„ბატონი ახვლედიანის გადაწყვეტილება იყო, რომ ეს საჯაროდ განეცხადებინა. ამგვარი სასწაულები ნამდვილად არ ხდება. ჩვენ შესწავლის შედეგებს აუცილებლად დავდებთ და ის ყველა დაინტერსებული პირისთვის საჯარო იქნება“,- აღნიშნა გვენეტაძემ.
მისი თქმით, წინმსწერებად ასეთი განცხადებების გაკეთება არასერიოზულია.
„ამიტომ დაველოდოთ ყველა შედეგს, რაც ყველა დაინტერესებული პირისთვის ცნობილი იქნება“, - აღნიშნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურ გამოცდაზე ტესტებისა და წერითი კაზუსების წინასწარ გამჟღავნების თაობაზე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწოდა.