Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„გირჩის“ კითხვები პრეზიდენტს: იყო თუ არა პოლიტიკური აგრუნისთვის ავტორიზაციის შეჩერება

03 თებერვალი, 2016 12:40

„პარლამენტის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, დღეს, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ არ გაიმართება პოლიტიკური დებატები“, - რადგან, მათი თქმით, პარლამენტში ამ კითხვების დასმის საშუალება არ მიეცემათ, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ საჯაროდ ავრცელებს 3 შეკითხვას გიორგი მარგველაშვილის მიმართ.

„იმედს ვიტოვებთ, იგი ეცდება დღევანდელი გამოსვლა გახადოს დასამახსოვრებელი, არ შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი განცხადებებით და კეთილი სურვილებით და აღიარებს დაშვებულ შეცდომებს, რაც ყოველთვის პრობლემა იყო ქართულ პოლიტიკაში“, - ნათქვამია „გირჩის“ განცხადებაში.

„ლიბერალი“ გთავაზობთ „გირჩის“ მიერ გავრცელებულ შეკითხვებს.

„1. როდესაც პრეზიდენტი მარგველაშვილი იყო ოცნების მთავრობის წევრი, მისმა მთავრობამ უარი თქვა გადასახადებისა და ხარჯების დაგეგმილ შემცირებაზე. ამის გამო ქვეყანა კრიზისულ ვითარებაში აღმოჩნდა გაუარესებული ეკონომიკური გარემოთი, რაც აისახა ლარზე და რამაც დააზარალა პრაქტიკულად ყველა ოჯახი საქართველოში. აღიარებს თუ არა იგი, რომ გადასახადების შემცირებაზე უარის თქმა იყო უხეში შეცდომა?
2. როდესაც ის იყო ოცნების განათლების მინისტრი, მან შეუჩერა ავტორიზაცია საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ აგრარულ უნივერსიტეტს. აღიარებს თუ არა იგი, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი და უხეში შეცდომა?
3. როდესაც პრეზიდენტი იყო ოცნების განათლების მინისტრი, მთავრობამ გასცა დაპირება, რომ ქუთაისში აშენდებოდა თანამედროვე სტანდარტების ტექნიკური უნივერსიტეტი. აღიარებს თუ არა ის რომ ეს იყო მორიგი ტყუილი დაპირება?“.

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს დღეს ყოველწლიური მოხსენებით მიმართავს. პარლამენტი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში, 14:00 საათზე მოისმენს.

გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის რანგში პარლამენტს ანგარიშს დღეს მესამედ ჩააბარებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^