Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თოფაძე: ჩვენ რომ უცხოელების რჩევები მივიღეთ, იმიტომ ვართ დღეს ამ დღეში

03 თებერვალი, 2016 17:43

„ჩვენ რომ მაშინ დაუფიქრებლად მივიღეთ მათი ძალიან ბევრი რჩევა, იმიტომ ვართ დღეს აი ამ დღეში“, - პარტია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარემ, გოგი თოფაძემ პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის შემდეგ თავის სიტყვაში ყურადღება საქართველოში უცხოელების აქტიურობის თემაზე გაამახვილა.

თოფაძე პრეზიდენტის ინიციატივებს უცხოურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე არ იზიარებს.

„თქვენ ვრცლად ილაპარაკეთ, რომ უცხოელების აქტიურობა საქართველოში ნამდვილად მისაღებია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ჩვენ უფრო კრიტიკულები უნდა ვიყოთ. ანალიზი უნდა გავუკეთოთ მათ მიერ შემოთავაზებულ პროექტებს და ისე ვიმოქმედოთ. მე მოვიყვან მაგალითებს, 90-იანი წლების მეორე ნახევარში რა აქტიურად შემოდიოდნენ უცხოელები, მრჩევლები, ეს იყო მსოფლიო ბანკი, მსოფლიო სავალუტო ფონდი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და მთელი რიგი სხვა დიპლომატები. მე და ჩემს თანაგუნდელებს ჩვენი ხედვა გვაქვს. ყველა უყურებს თავის ინტრესების პრიზმით საქართველოს“, - მიმართა თოფაძემ პრეზიდენტს. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^