Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კვირიკაშვილი: ჩვენ ყველამ ერთად ეს ქვეყანა უნდა ავაგუგუნოთ

05 თებერვალი, 2016 11:59

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მერიის ახალი პროექტის „ახალი ტფილისის" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ახალი პროექტი იქნება ახალი მიდგომებით გამორჩეული. 

კვირიკაშვილის თქმით, მასში 200-ზე მეტი პროფესიონალია ჩართული და კიდევ უფრო მეტი - არქიტექტორი, ისტორიკოსი, რესტავრატორი, ურბანისტი, ხელოვნებათმცოდნე ჩაერთვება. პრემიერ-მინისტრმა თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა. 

„ჩვენ ისე უნდა განვავითაროთ ჩვენი ქალაქი, რომ შევინარჩუნოთ ის ისტორიული მემკვიდრეობა, რომელიც გვაქვს, მაგრამ ამავე დროს, შევძინოთ ახალი ენერგია ეკონომიკური განვითარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტში იქმნება ახალი რეკრეაციული სივრცეები, ბაღები, პარკები, რომლებიც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი გადატვირთული ცხოვრებისთვის. ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომ მათ შესაბამისად დაისვენონ და ეკოლოგიაც გავაუმჯობესოთ კონკრეტულად ამ რეგიონში და რაიონში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში მოხდება არა მხოლოდ ფასადების აღდგენა, არამედ განახლდება საინჟინრო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა. 

„ეს პროექტი გამოირჩევა ახალი მიდგომით. ჩვენ არა მხოლოდ ფასადებს აღვადგენთ, ეზოებში შევდივართ და მთლიანად განვაახლებთ საინჟინრო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის უძრავი ქონების ფასს თბილისში. მოგეხსენებათ, რომ თბილისი ყოველთვის გამოირჩეოდა იმით, რომ იყო სხვადასხვა ეროვნების, კულტურის ხალხთა ერთად ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი. ეს უნდა შევინარჩუნოთ და განვავითაროთ მომავალში. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პროექტი იმ ვადებში დამთავრდეს, რაზეც დღეს არის საუბარი და ეს არის 2016 წლის ბოლო", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 2016 წლის ბოლოს გვექნება განახლებული რაიონი, ახალი საფეხმავლო სივრცეებით, კაფე-ბარებით და ძალიან ლამაზი ბაღებით, „რაც ამ პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი თვისებაა".

„ქალაქს შეემატება ახალი ტურისტული მარშრუტები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა შენობაზე, რომლის აღდგენაც მოხდება, გამოკრული იქნება კალენდარი, თუ რა ვადაში დამთავრდება თითოეული შენობა. მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. თბილისს ვუსურვო განვითარება, დინამიზმი, იმისთვის, რომ ცხოვრება გახდეს უფრო საინტერესო, იმედისმომცემი. ხვალინდელი დღის იმედი მივცეთ ადამიანებს და საერთოდ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ყველამ ერთად ეს ქვეყანა უნდა ავაგუგუნოთ და დღეს აქ აღმაშენებელის გამზირზე იწყება ეს პროცესი", - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

პრემიერის განცხადებას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^