Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სახალხო დამცველის განცხადება ეთნიკურად ქისტების შესაძლო ფიზიკურ შეურაცხყოფაზე

05 თებერვალი, 2016 12:14

„განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის ან რასიზმის სხვაგვარი გამოვლინების მიმართ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები უნდა იყვნენ შეუწყნარებლები, რადგან მსგავსი ფაქტები შესაძლოა ეთნიკური დაპირისპირების, უმცირესობათა ჩაგვრის და რასიზმის წამახალისებელ გარემოებად იქცეს“, - საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, 2016 წლის 23 იანვარს ახმეტაში, სავარაუდოდ ეთნიკური ნიშნით, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გ.გ-სა და ა.წ-ს მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით.

დაზარალებულების მტკიცებით, სამართალდამცავების აგრესიული ქმედებები მას შემდეგ  დაიწყო, რაც აღმოაჩინეს რომ ისინი ეთნიკურად ქისტები იყვნენ. ინციდენტის დროს სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფასთან ერთად ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მათ ეთნიკურ წარმომავლობაზე ხაზგასმას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დაზარალებულების განცხადებით, ინციდენტში რიგითი სამართალდამცავების გარდა რაიონული სამმართველოს უფროსიც მონაწილეობდა, რომელიც ასევე აგრესიულად იყო განწყობილი მოქალაქეების მიმართ და უშვერი სიტყვებით იხსენიებდა მათ.

„საქართველოს სახალხო დამცველი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მითუფრო, თუკი ძალადობა მომდინარეობს სახელმწიფოს იმ უწყებების წარმომადგენლებისგან, რომელთა უპირველესი მოვალეობა სწორედ მოქალაქეთა ძალადობისგან დაცვაა. ამასთან, გამოხატავს შეშფოთებას იმის გამო, რომ შესაძლოა, ძალადობა გამოწვეული ყოფილიყო დაზარალებულთა ეთნიკური წარმომავლობით, რაც სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

საქართველოს სახალხო დამცველი შეახსენებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომ სახელმწიფომ ცალსახად გამოხატა პოლიტიკა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მიმართ, როდესაც გაამკაცრა პასუხისმგებლობა და შემოიღო სპეციალური დეფინიცია. შესაბამისად, თუკი ამ დანაშაულის ჩამდენი სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენელია, სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა დაუმტკიცოს საზოგადოებას, რომ მისი ეს პოლიტიკა მხოლოდ ფურცელზე დეკლარირებული არ არის. გამოიყენოს კანონი მთელი სიმკაცრით და არ დატოვოს შერჩევითი მართლმსაჯულების თუნდაც მცირედი ეჭვი.

სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დროულად და ობიექტურად დაასრულოს აღნიშნული ფაქტის გამოძიება. თუკი სახელმწიფოს პრეტენზია აქვს დასავლურ ღირებულებზე და ისწრაფვის ევროპასთან ინტეგრაციისკენ, ვალდებულია გაატაროს მკაცრი პოლიტიკა ეთნიკური სიძულვილის გამო ჩადენილი ძალადობის ნებისმიერი ფორმის მიმართ“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^