Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ახალი ტფილისი“ - 2016 წელს რამდენიმე უბნის რეაბილიტაცია იგეგმება

05 თებერვალი, 2016 13:14

პირველი ეტაპის სამუშაოები 2016 წლის ბოლომდე დასრულდება, - თბილისის მერია პროექტ „ახალი ტფილისის“ გეგმას ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 21 მილიონი ლარია, ხოლო მის შემუშავებაზე 200-მდე სპეციალისტმა იმუშავა: არქიტექტორებმა, ისტორიკოსებმა, ურბანისტებმა, ინჟინრებმა, ხელოვნებათმცოდნეებმა, რესტავრატორებმა, დეველოპერებმა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის პირველ ეტაპზე მოხდება შემდეგი უბნების რეაბილიტაცია:

• მშრალი ხიდის მიმდებარე არეალი
• დავით აღმაშენებლის გამზირი (მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრუკენის მოედნამდე) 
• ღვინის აღმართი
• გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე არეალი

► დავით აღმაშენებლის გამზირზე :
• განხორციელდება 45 მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობების სრულფასოვანი გამაგრება და რესტავრაცია/რეაბილიტაცია; 
• მთლიანად განახლდება ყველა ტიპის საკომუნიკაციო და საინჟინრო ქსელები;
• განახლდება გამზირის იერსახე - საფეხმავლო და სამანქანო სავალი ნაწილის საფარი, მოეწყობა გადასასვლელები; 
• ტერიტორია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებული გახდება;
• მოპირკეთდება ქუჩა, დამონტაჟდება ახალი განათება, მანიშნებლები, გამწვანდება ტერიტორია.

► მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე:
• კეთილმოეწყობა 9 მარტისა და დედა ენის სახელობის ბაღები და მიმდებარე ტერიტორია; 
• 9 მარტის და დედა ენის სახელობის ბაღებს შორის მოეწყობა მიწისქვეშა საფეხმავლო გადასასვლელი - გალერეა, რომელშიც განთავსდება ტურისტული და ჰიგიენური დანიშნულების ფართები;
• მოეწყობა სავაჭრო დახლები, ტერასა და მოწესრიგდება სავაჭრო საფეხმავლო ზონა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^