Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სს „მინის“ თანამშრომლები ხელფასის 30%-ით გაზრდას მოითხოვენ

05 თებერვალი, 2016 14:38

ქსანში, სააქციო საზოგადოება „მინის“ 170-მდე თანამშრომელი გაიფიცა. გაფიცულებს სამი მოთხოვნა აქვთ: ხელფასის 30%-ით მომატება, კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმების უფლების მიცემა ადგილობრივ და დარგობრივ პროფკავშირებთან და ადგილობრივი პროფკავშირებისთვის საწარმოს ტერიტორიაზე საოფისე ფართის გამოყოფა.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტის, თამაზ დოლაბერიძის ინფორმაციით, 2014 წლის გაზაფხულზე, „მინაში” აშენდა მეორე ღუმელი, რომლის შედეგადაც საწარმოს სიმძლავრეები გაორმაგდა, ანუ გამოშვებული პროდუქციის ხარისხი ორჯერ გაიზარდა. კომპანიის ადმინისტრაცია ღუმლის დამატების დროს თანამშრომლებს ხელფასის 25-30%-ით მატებას დაჰპირდა, თუმცა მხოლოდ 6%-ით გაუზარდა. 

რაც შეეხება კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას, დოლაბერიძე განმარტავს, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის,  92-ე კონვენციის მიხედვით, მუშას უფლება აქვს, მოითხოვოს ადმინისტრაციასთან კოლექტიური მოლაპარაკებები, კოლექტიური ხელშეკრულების დადების მიზნით.

ამ და მესამე მოთხოვნაზე, რომელიც ადგილობრივი პროფკავშირისთვის საოფისე ფართის გამოყოფას ეხებოდა, 2015 წლის სექტემბრიდან ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა შედეგი ვერ გამოიღო.

ოქტომბერში პროფკავშირმა შრომის სამინისტროს მედიატორის გამოყოფა მოსთხოვა, რადგან თუ მედიაციის პროცესი 21 დღეში წარუმატებლად დამთავრდებოდა, მუშებს გაფიცვის უფლება ეძლეოდათ.  

დოლაბერიძის ინფორმაციით, მედიატორის ჩართულობით ნოემბერში „მინის“ ადმინისტრაციასთან ორი შეხვედრა გაიმართა.

ადმინისტრაციამ ოქმით პირობა დადო, რომ  2016 წლის 1 იანვრიდან თანამშრომლებს ხელფასი გაეზრდებოდათ, ოღონდ რამდენი პროცენტით, ამას 15 იანვარს გააჟღერებდნენ. ამავე რიცხვში გახდებოდა ცნობილი მათი პოზიცია დანარჩენ ორ მოთხოვნაზეც, თუმცა 28 იანვარს „მინის“ გენერალურმა დირექტორმა, უმით ჰაქქი აიდოღანმა აღნიშნა, რომ ბაზარზე პრობლემებია და ახლა კომპანიას დაპირებების შესრულება არ შეუძლია.

სააქციო საზოგადოება „მინა“ ტრანსნაციონალური კომპანია „შიშეჯამის“ მფლობელობაშია. კომპანიაში სულ 225 თანამშრომელია დასაქმებული, მათ შორის 175 მუშაა.

თამაზ დოლაბერიძის განმარტებით, მუშების თითქმის 100% გაფიცულია:

„ჩვენივე ინიციატივით, საწარმოში ხუთი მუშა რჩება, რომ ღუმლები მწყობრიდან არ გამოვიდეს. სხვა მხრივ, მინის წარმოება და გატანა შეჩერებულია. თუ 24 საათში ადმინისტრაცია დათმობაზე არ წამოვა, გაფიცვა უვადო იქნება”.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^