Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კიკაბიძე TV11-ზე: „ღამის შოუს სტუდიასთან“ კონტრაქტი 31 დეკემბერს დაგვიმთავრდა

05 თებერვალი, 2016 15:32

„შპს „სტუდია მაესტროს“ გაუთავდა კონტრაქტი შპს „ღამის შოუს სტუდიასთან“ 31 დეკემბერს და მას შემდეგ გადავწყვიტე, რომ მე ამეღო ჩემი საკუთარი მაუწყებლობა“, - „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ილია კიკაბიძე აცხადებს, რომ TV11-ის სიხშირეზე „მაესტრო 24“ გავა და ის სულ მალე მთელ საქართველოს დაფარავს.

„რომ არა „მაესტროში“ განვითარებული მოვლენები, ეს პროცესი მაინც ასე წარიმართებოდა. ჩვენ ვფლობდით „მაესტრო 24-ს“, საინფორმაციო არხი იყო ეს, უბრალოდ 2012 წლის შემდეგ კონტრაქტი გავაფორმეთ „ღამის შოუს სტუდიასთან“, რომელიც ძალიან კარგ გადაცემებს ამზადებდა“, - განაცხადა ილია კიკაბიძემ „რადიო მაესტროს" ეთერში.

ამ დროისთვის არხზე რადიო „მაესტროა“ გაშვებული.

კიკაბიძის თქმით, „მაესტრო 24-ზე“ გადასვლას შესთავაზებს, ვისაც ექნება სურვილი და ვისაც მიიჩნევს საჭიროდ.

„მე მაქვს დამოუკიდებელი კომპანია, მაქვს ავტორიზაცია, ვიყავი მარეგულირებელ კომისიაში და შევატყობინე, რომ ვიწყებ ტრანსლირებას და ეს არის საცდელი მაუწყებლობა. ამ წუთებში ოდნავ შეზღუდულია მაუწყებლობა დაფარვის კუთხით, „მაესტრო 24“ არის აბსოლუტურად სხვა არხი და მასში მუშაობას შევთავაზებ, ვისაც ექნება სურვილი და ვისაც ჩავთვლი საჭიროდ. მაუწყებლობა დავიწყე დღეიდან. ქალბატონ ბაია გადაბაძესთან მაქვს მოლაპარაკებები და შეიძლება, აქვე ვიქირაო კუთხე ან სხვა შენობაში“, - განაცხადა კიკაბიძემ.

ბაია გადაბაძე კი აცხადებს, რომ, ჯერჯერობით, სამოქმედო გეგმა მუშავდება.

„მაესტრო 24-ის“ მაუწყებლობის გადაწყვეტილება მიიღო იმ ხალხმა, ვისაც არ უნდოდა წავსულიყავი, თუმცა ზუსტად რომ გვეცოდინება რას მოვიმოქმედებთ, მედიას მერე შევატყობინებთ“, - განაცხადა გადაბაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^