Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გადაბაძემ „მაესტროს“ შენობის დაცვა გააძლიერა - „აქ მხოლოდ ჩემი ნებართვით შემოვლენ"

05 თებერვალი, 2016 16:18

„მე ვარ ამ შენობის მფლობელი კომპანიის დირექტორი და ნამდვილად მოვითხოვე, რომ დაცვა გაძლიერებულიყო“, - ტელეკომპანია „მაესტროს“ პარტნიორთა კრების მიერ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებული ბაია გადაბაძე დაცვის გაძლიერების მიზეზს განმარტავს.

მისი თქმით, თუ ტელეკომპანიის ახალ დირექტორს ენდომება, „მაესტროს“ შენობიდან მართოს ტელევიზია, ეს არ გამოვა.

„გაძლიერებულ დაცვას რაც შეეხება, ახალი ზომებია მიღებული. სურვილი ვისაც აქვს და ეს სურვილი თუ არის არადესტრუქციული, ყველას ექნება შემოსვლის საშუალება. შემოჭრის საშუალებას კი ნამდვილად არავის მივცემ, რადგან ეს არის კერძო საკუთრება. ამ შენობაში შემოვა ადამიანი მხოლოდ ჩემი ნებართვით“, - განაცხადა გადაბაძემ.

მისივე თქმით, მისი მიზანი არ არის, რომ გაჩეჩილაძეები არ შეუშვას ტელევიზიაში.

„ეს პრობლემა არ არის. შემოვიდნენ და ვისაუბროთ. მე კონფლიქტს არავისთან არ ვაპირებ“, - განაცხადა ბაია გადაბაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^