Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია და იგივე სამშენებლო კომპანია

05 თებერვალი, 2016 17:48

დავით აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას ის სამშენებლო კომპანია განახორციელებს, რომელმაც გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები წინა წლებში განახორციელა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, „თბილისის განვითარების ფონდის“ მასშტაბურ პროექტზე „ახალი ტფილისი“ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიები „ინ-სი“ და „დაგი“ იმუშავებენ. 

„სამშენებლო კომპანია „დაგი“ ქართულ სამშენებლო ბაზარზე 2003 წელს, ხოლო „ინ-სი“ 2007 წელს შემოვიდა. ამ პერიოდის განმავლობაში გაწეული სამუშაოების მიხედვით აღნიშნული კომპანიების ბალანსზე მრავალი მასშტაბური პროექტი ირიცხება. 

„დაგის“ მიერ განხორციელებული პროექტებია: სათაფლიის ნაკრძალის სრული მშენებლობა, მესტიის რეაბილიტაცია, ქუთაისის ოპერის თეატრის აღდგენითი სამუშაოები და მრავალი სხვა. 

რაც შეეხება კომპანია „ინ-სი-ს“, მის მიერ შესრულდა დავით აღმაშენებლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები წინა წლებში. 2007 წლიდან „ინ-სის“ მიერ აშენდა ორმოცდაათზე მეტი სამშენებლო ობიექტი და ჩატარდა სხვადასხვა ქუჩებისა და ქალაქების სარეაბილიტაციო სამუშაოები. მათ შორის კახეთში - თელავის რეაბილიტაცია და ძველი თბილისის უბნები“, - განმარტავენ თბილისის მერიაში.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^