Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გადაბაძე ორშაბათს მიმოწერის გასაჯაროებით იმუქრება

05 თებერვალი, 2016 18:58

„მსურს, შევახსენო ხელისუფლებას და მათ შორის პრემიერ-მინისტრს, დღეს რომ ხელისუფლებაში არიან, ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის „მაესტროს“, - „მაესტროს“ პარტნიორთა კრების მიერ გენერალური დირექტორობიდან გადაყენებული ბაია გადაბაძე მთავრობას მოუწოდებს, მეტი ყურადღება დაუთმონ ტელევიზიის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ პრემიერ-მინისტრი ამას აფასებს, როგორც კერძო დავას.

„მე ველოდები ორშაბათ დღეს, რას იზამს საჯარო რეესტრი - დაარეგისტრირებს ახალ დირექტორს, თუ - არა. ორშაბათს აუცილებლად გავასაჯაროებ გარკვეულ მიმოწერას. მაქვს მტკიცებულებები, როგორ მიდიოდა მოლაპარაკებები, როგორ იგეგმებოდა ეს სქემა, რაც დღეს მიმდინარეობს „მაესტროში“. მე მაქვს ბევრი ინფორმაცია, რომელსაც გავასაჯაროებ. ორშაბათს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ბევრ სიახლეს გაიგებს მედიაც“, - განაცხადა ბაია გადაბაძემ.

გია გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია „მაესტროს" დამატებით 30%-იანი წილი 2016 წლის 1 თებერვალს შეიძინა.  

სამეწარმეო რეესტრში წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ გიორგი გაჩეჩილაძეს გიორგი ებრალიძისა და ლევან ჩიკვაიძისთვის გადახდილი აქვს „მაესტროში“ მათი 15-15% წილის შესყიდვის საფასური, რომლის რაოდენობა კონფიდენციალურია და განსაზღვრულია ცალკე შეთანხმებით.

აღნიშნული ცვლილების შემდეგ კი „მაესტროს" წილები რეესტრის დღევანდელი მონაცემებით ასე ნაწილდება: გია გაჩეჩილაძე - 55%, მამუკა ღლონტი -15%, ეკატერინე აკობია - 5 %, და მაკა ასათიანი - 25%.

გუშინ „მაესტროს" პარტნიორთა კრებამ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის პოზიციიდან ბაია გადაბაძე მოხსნა და ლევან გაჩეჩილაძე დანიშნა. თუმცა გადაწყვეტილება რეესტრში ჯერჯერობით ასახული არ არის. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^