Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კომუნიკაციების კომისია: ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყიდვა დღის წესრგიში არ დგას

07 თებერვალი, 2016 13:08

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, ვახტანგ აბაშიძის განცხადებით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყიდვის საკითხი დღის წესრგიში არ დგას.

მისი თქმით, განიხილება „კავკასუს ონლაინის" საცალო სეგმენტის გასხვისებაზე კომპანია „მობიტელისთვის", რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსული კომპანია „ვიმ-პელ-კომია".

„საუბარია საცალო ბაზრის სეგმენტზე და არა მაგისტრალური არხების, მათ შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების და რაც მთავარია, საქართველო-ბულგარეთის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შესახებ", - განაცხადა აბაშიძემ.

როგორც მან განმარტა, ხდება მხოლოდ სააბონენტო/საცაცო ქსელის გაყიდვა იმ ქალაქებში, სადაც „კავკასუს ონლაინის" მომხმარებელს მიეწოდება ინტერნეტი.

„თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას თქმით, სტრატეგიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხი, შესაძლოა, რუსეთის ხელში აღმოჩნდეს. როგორც ირაკლი ალასანიამ „კურიერის" ეთერში განაცხადა, ხელისუფლება მის გასხვისებაზე მუშაობს.

„მიმდინარეობს მოლაპარაკება სტრატეგიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხის გასხვისებაზე, რომლითაც იღებს საქართველო ინტერნეტს და მიბმულია ევროპასთან. აღსანიშნავია, რომ აქამდე ეს იყო ქართული კომპანიის ხელში და გვაქვს ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, ამას რუსული კომპანია ვიმ-პელ-კომი შეიძლება დაეპატრონოს. ეს ინფორმაცია იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რომ აუცილებელია, განმარტება გააკეთოს ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ. დღევანდელ მსოფლიოში იმდენად დიდია რისკი კიბერთავდასხმების, რომ ეს საკმაოდ საგანგაშო ინფორმაციაა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^