Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დოლიძე: „თავისუფალი დემოკრატები" გავაწევრიანებთ საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში

07 თებერვალი, 2016 13:21

„თავისუფალი დემოკრატები" გავაწევრიანებთ საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში, - ეს განცხადება „თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ვიქტორ დოლიძემ პარტიის თბილისის ორგანიზაციის კონფერენციაზე გააკეთა.

ვიქტორ დოლიძემ საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში იმ საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც „თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებმა განახორციელეს.

„ძალიან დიდი ნაბიჯები გადაიდგა იმ პერიოდში, როცა ჩვენ მთავრობაში ვიყავით. მივაღწიეთ და საფუძველი ჩავუყარეთ ისეთ შედეგებს, რასაც ვიზის ლიბერალიზაცია ჰქვია და რაც კიდევ უფრო გაგვიხსნის გზას აფხაზ და ოს ძმებთან ერთად, რომ რეინტეგრაციის პროცესი დაიწყოს. ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ მათ, თუ რატომ არის უფრო უკეთესი ევროპული და ევროატლანტიკური საქართველო და არა ის პირობები, რა პირობებშიც მათ ცხოვრება უწევთ", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^