Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯეიმს აპატურაი: MAP-ის მიღება ახლა ვერ მოხდება

07 თებერვალი, 2016 22:22

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ის რომ იყოს ასპირანტი ქვეყნიდან, მისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა NATO-ში შესვლა და არა MAP-ის მიღება, - ამის შესახებ ჯეიმს აპატურაიმ `საზოგადოებრივ მაუწყებელთან" განაცხადა. 

მისი განმარტებით, MAP-ი, როგორც წევრობის სამოქმედო გეგმა, შეიქმნა როგორც პრაქტიკული ინსტრუმენტი, მას არ უნდა ჰქონოდა ასეთი პოლიტიკური მნიშვნელობა, როგორიც ახლა აქვს. 

„იმის თქმით, რომ MAP ისევ საჭიროა, ხაზს ვუსვამთ მის პოლიტიკურ ხასიათს. ეს არის რეალობა, მოგვწონს ეს თუ არა. ვფიქრობ ყურადღება უნდა გამახვილდეს პირველ ნაწილზე – პრაქტიკულ მექანიზმებზე და არ მოხდეს ფოკუსირება პოლიტიკურ ასპექტზე – წევრობის სამოქმედო გეგმაზე. MAP-ის საკითხზე თანხმობა ჯერ არ არის და გულახდილად რომ ვთქვათ, ეს არის ის, რისი გაკონტროლებაც ძნელად თუ შეგვიძლია. რასაც ჩვენ ვაკონტროლებთ, ეს არის პრაქტიკული იმპლემენტაცია. რა უნდა გავაკეთოთ ერთად? უნდა დავრწმუნდეთ, რომ პრაქტიკული მომზადების კუთხით ყველა ცარიელი ადგილი შევავსეთ და მოვა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროც. მე ვფიქრობ, პროცესს დააზიანებს თუ ყველა პოლიტიკურ შეხვედრაზე MAP-ი დასახელდება მიზნად. ვფიქრობ, ეს ქმნის იმედგაცრუებას. 

მე რომ ვიყო ასპირანტი ქვეყნიდან, ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა NATO-ში შესვლა და არა MAP-ის მიღება. MAP-ი ნაბიჯია, მიზანი და ვიცი, რომ ამ მიზანს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იზიარებს", - განაცხადა აპატურაიმ.

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი პროცესში ოპოზიციის როლზეც საუბრობს და ფიქრობს, რომ ეს არის როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის პასუხისმგებლობა. 

„თუ მთავრობას ყურადღება გამახვილებული აქვს იმპლემენტაციაზე, რომელი მთავრობაც არ უნდა იყოს ის, ოპოზიცია ჩემი აზრით, უნდა დაფიქრდეს რამდენად სასარგებლოა პროცესისთვის მთავრობას მოსთხოვონ MAP-ი და მერე განაცხადონ, რომ ხელისუფლებამ წარმატებას ვერ მიაღწია, ვინაიდან მათ ვერ მიიღეს MAP-ი. MAP-ი, რომელიც ვერ მიიღო ვერავინ და რომლის მიღებაც ახლა შეუძლებელია. მესმის შიდა პოლიტიკა და არ მინდა ამაში ძალიან ჩავერიო, თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის უკეთესი იქნება აქცენტი იმპლემენტაციაზე გააკეთოს, რადგან MAP-ის მიღება ახლა ვერ მოხდება. არ უნდა ვუყუროთ ამ საკითხს ბრმად და რატომ უნდა ვაქციოთ პოლიტიკურ ფეხბურთად", - განაცხადა აპატურაიმ. 

კითხვაზე, რატომ არ არიან NATO-ს წევრები მზად, მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, აპატურაიმ განმარტა, რომ ზოგიერთი შიშობს, რომ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება საქართველოსთვისვე რისკს გაზრდის.

„ამიტომ, მათ ურჩევნიათ აქცენტი იმპლემენტაციაზე იყოს", -განაცხადა აპატურაიმ. მისივე თქმით, ომის განმეორების შესაძლეობას არ უშვებენ, თუმცა "მათ არ უნდათ, რომ საქართველოში ცხოვრება გაართულონ". 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^