Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქორწინების განსაზღვრების შესახებ საკონსტიტუციო პროექტი პარლამენტში დღეს შევა

08 თებერვალი, 2016 13:35

მოძრაობა „ეროვნულების" წარმომადგენლის, სანდრო ბრეგვაძის თქმით, დღეს ისინი პარლამენტში საკონსტიტუციო შესწორების პროექტს შეიტანენ. მისი თქმით, შესწორების არსი ისაა, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას.

„რეგისტრაციას სჭირდება 76 დეპუტატის ხელმოწერა, შემდგომში კი ხმათა ორი მესამედით პარლამენტმა უნდა მიიღოს. დიდი იმედი გვაქვს, რომ პარლამენტის წევრები ხელს მოაწერენ ინიციატივას და დააფიქსირებენ ეროვნულ, პატრიოტულ, ზნეობრივ პოზიციას. იწყება ხელმოწერების შეგროვება პარლამენტში. ვფიქრობთ, ერთი კვირის ვადაში შევაგროვებთ", - ამბობს ბრეგაძე.

საკონსტიტუციო შესწორების პროექტის ავტორის ზურაბ ტომარაძის თქმით, ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა ეს ინიციატივა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ამის რეალიზება ვერ მოხდა.

„ჩემი ინფორმაციით, ამ პროექტს „ქართული ოცნების" აბსოლუტური უმრავლეაობა ემხრობა. ისინი იცნობენ ამ პროექტს. თუმცა რაღაც მიზეზთა გამო არ დაიწყო ეს პროცედურები და ჩემი ეჭვია, რომ ამის მიზეზი რესპუბლიკური პარტიაა. კოალიციაში, ეს საკითხი რომ დამდგარიყო დღის წესრიგში, შესაძლოა დაშლილიყო",- ამბობს ტომარაძე.

ბრეგაძე აღნიშნავს, რომ თუ დეპუტატები მხარს არ დაუჭერენ მათ წინადადებას, რეფერენდუმის გზას მიმართავეს და ამისთვის საჭირო  200000 ხელმოწერაა უპრობლემოდ შეაგროვებენ.

„ლიბერალის" კითხვაზე, აღნიშნული ცვლილება ჰომოჰობიას ხომ არ გააძლიერებს, ბრეგაძე პასუხობს, რომ თუ კანონით იქნება ეს საკითხები დარეგულირებული, ხელს შეუშლის ნებისმიერ ფობიურ გამოვლინებას.

საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის თანახმად,

1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.

3. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, რომელიც ქორწინების ცნებას განსაზღვრავს, აღნიშნულია, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^