Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მაკა ასათიანის ადვოკატი: არ დავუშვათ „მაესტროს" გადაქცევას „იმედის" ფილიალად

08 თებერვალი, 2016 13:47

„ჩვენ მოვახდენთ შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას და კანონის შესაბამისად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არ დავუშვათ "მაესტროს" გადაქცევა "იმედის" ფილიალად", - განაცხადა ასათიანიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ.

მისი განმარტებით, ბაია გადაბაძის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ არსებობდა გარიგებები.

„ამ მტკიცებულებების საფუძველზე ბატონი გიორგი გაჩეჩილაძის მიერ ირაკლი რუხაძის შესახებ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით, სრულიად აშკარად მტკიცდება, რომ შპს „სტუდია მაესტროს" 30% წილი შეიძინა და კომპანიის დომინანტი პარტნიორი რეალურად გახდა არა გიორგი გაჩეჩილაძე, არამედ ბატონი ირაკლი რუხაძე. ცნობილია და სადაო არ არის ის ფაქტი, რომ ირაკლი რუხაძე პირდაპირ არის დაკავშირებულ ტელეკომპანია „იმედთან" და მის მართვასთან. შესაბამისად ადგილი აქვს კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევას, მოხდა ეკონომიკურ აგენტზე, შპს "სტუდია მაესტროზე" კონტროლის მოპოვება იმ პირის მიერ, რომელიც უკვე აკონტროლებს კონკურენტ, ეკონომიკურ აგენტს ტელეკომპანია "იმედს", - განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, ხსენებული კანონის მე-11 მუხლის თანახმად, ეს ვითარება ფასდება, როგორც ორი ეკონომიკური სუბიექტის უკანონო კონცენტრაცია, რომელიც არ არის თავსებადი ნორმალურ კონკურენტულ გარემოსთან და ასევე ამ გზით ადგილი აქვს სამაუწყებლო სფეროში დომინირებული მდგომარეობის მოპოვების მცდელობას.

"ამავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად კონკურენციის სააგენტომ უნდა დაიწყოს საკითხის მოკვლევა, მოამზადოს დასკვნა კონკურენტული ეფექტის შესახებ და მოახდინოს შესაბამისი შეფასებები და რეაგირება. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად კი, ადგილი აქვს ურთიერთდამოკიდებულებას, "ტელეიმედი" ირიბად ფლობს მეორე ტელევიზიის, შპს "სტუდია მაესტროს" საწესდებო კაპიტალი წილს. ამ კუთხით ვთხოვთ რეაგირებას საქართველოს კომუნიკაციის ეროვნულ კომისიას", - განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი იძლევა სრულ საფუძველს, რომ ბათილად იქნეს ცნობილი გარიგებები, რომლითაც ლევან ჩიკვაიძისა და გიორგი ებრალიძისგან გიორგი გაჩეჩილაძემ შეიძინა შპს "სტუდია მაესტროს" წილები, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 56-ე მუხლების თანახმად, ეს გარიგებები ფასდება როგორც თვალთმაქცური მართლსაწინააღმდეგო გარიგება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^