Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხმალაძე ქორწინების საკითხზე: მე ვერ ვხედავ კონსტიტუციაში ცვლილების აუცილებლობას

08 თებერვალი, 2016 16:10

„სამოქალაქო კოდექსში ეს წერია. „რესპუბლიკელებს" ამ საკითხზე არც გვიმსჯელია, კონსტიტუციაში ეს ნორმა არის", - უთხრა ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" წევრმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ „ლიბერალს".  

„მე ვერ ვხედავ კონსტიტუციაში ცვლილების აუცილებლობას, რადგან კანონით ეს საკითხი დარეგულირებულია", - ამბობს ხმალაძე. 

მოძრაობა „ეროვნულების" წარმომადგენლის, სანდრო ბრეგვაძის თქმით, დღეს ისინი პარლამენტში საკონსტიტუციო შესწორების პროექტს შეიტანენ. მისი თქმით, შესწორების არსი ისაა, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას.

საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის 36-ე მუხლის თანახმად,

1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.

3. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, რომელიც ქორწინების ცნებას განსაზღვრავს, აღნიშნულია, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^