Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კანონპროექტით, ტრეფიკინგით დაზარალებულები ერთჯერადად 1000-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ

08 თებერვალი, 2016 17:12

კანონპროექტით, ტრეფიკინგით დაზარელებული პირები ერთჯერადად 1000-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ. 

პროექტის ავტორი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე განმარტებით ბარათში აღნიშნავს, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლს ხშირ შემთხვევაში უწევს ლოდინი, რომ ტრეფიკინგით დაზარალებულთა ფონდის სერვისით - ერთჯერადი კომპენსაციით ისარგებლოს.

წარმოდგენილი ცვლილებებით, ტრეფიკინგის მსხვერპლის ან/და დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შემდგომ პირი 1000 ლარის ოდენობის კომპენსაციას მოთხოვნის საფუძველზე მიიღებს, მიუხედავად იმისა, იდავებს თუ არა იგი სასამართლოში ტრეფიკიორისაგან ზიანის ანაზღაურებაზე.

„გასათვალისწინებელია, რომ რიგ შემთხვევაში პირები საერთოდ არ მიამრთავენ სამართალდამცავ ორგანოებს მათი მიმართ განხორციელებული სავარაუდო ტრეფიკინგის ფაქტის შესახებ და მათი გვერდის ავლით ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული მუდმივმოქმედი ჯგუფის მიერ ენიჭებათ ტრეფიკნგის მსხვერპლის სტატუსი. ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო რთულდება, ერთი მხრივ, სასამართლოს მიერ იმის დადგენა, თუ ვინ იყო სავარაუდო ტრეფიკიორი და ვისგან უნდა მოხდეს მიყენებნული ზიანის ანაზღაურება, ხოლო მეოირე მხრივ, დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული პოტენციური მსხვერპლის მიერ იმის მტკიცება, თუ ვინ განახორციელა მისი ექსპლოატაცია" - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^