Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საკრებულოს თანხმობით საპატრიარქო ვარკეთილში 1884 კვ.მ. მიწის ფართობს მიიღებს

08 თებერვალი, 2016 18:13

„სხდომაზე მიიღეს 1884 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის სრულიად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიისთვის გადაცემის გადაწყვეტილება. მედიაში არასწორად გავრცელდა, რომ თითქოს სპორტული კომპლექსი გადაეცა ეკლესიას, მართალი გითხრათ, არ ვიცი საიდან მოიტანეს“, - როგორც „ლიბერალს“ საკრებულოს პრესსამსახურში უთხრეს აღნიშნული მიწის ნაკვეთი ვარკეთილი 3-ის მე-4 მიკრორაიონის 407-ე კორპუსის მიმდებარედ მდებარეობს.

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომაზე თანხმობა მიეცა სრულიად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ვარკეთილი 3-ში მდებარე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ საკითხს.

იმავე სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ შვიდ საკითხზე იმსჯელეს.

„მათგან, თანხმობა მიეცა თბილისის მერიის მ.კეკელიძის სახელობის კალათბურთის ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრის და მიხეილ კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლის“ ლიკვიდაციას, ამასთან ძალადაკარგულად გამოცხადდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება ა(ა)იპ ,,კალათბურთის განვთარების სპორტული ცენტრის შექმნის თაობაზეც.

წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ მიზანშეწონილად მიიჩნია აკაკი წერეთლის გამზირზე არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში სახელმწიფო ორგანოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების მიზნით გადაცემა.

აქედან გამომდინარე, აღნიშნული უძრავი ქონება შპს „ზაზა ფაჩულიას აკადემიას“ სარგებლობის უფლებით, უზურფრუქტის ფორმით გადაეცა. ხოლო მეორე შემთხვევაში მოხდა თბილისში კოსტავას ქუჩაზე მდებარე „მ. კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლესთან“ გაფორმებული უსასყიდლო უზურფრუქტის შეწყვეტა და ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემა, რამაც საკრებულოს ზემოთაღნიშნული განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების აუცილებლობა გამოიწვია“, - ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^