Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კანონპროექტი ინიცირებულია - ნასვამი მოთხილამურე 100 ლარით დაჯარიმდება

08 თებერვალი, 2016 18:40

პარლამენტის ბიურომ დღეს მსვლელობა მისცა  „საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროქეტის მიღების მიზეზს წარმოადგენს საქართველოს სამთო-სათხილამურო ზონებსა და შესაბამის კურორტებზე უსაფრთხოების ნორმების არარსებობა და მისგან გამომდინარე საფრთხეები.

კანონპროექტის თანახმად, კანონით გათვალისწინებული ტერმინი „გზა", მოიცავს თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონა (ტერიტორია).

კანონს ემატება ახალი ტერმინები, კერძოდ: თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონა(ტერიტორია), თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობი ან გზა(ტრასა), სასრიალო ტრასათა მოსარგებლე, თოვლმავალი, მოტოციგა, მოტოციგის ბილიკი.

კანონპროექტის თანახმად იკრძალება თოვლმავალი საშუალების მართვა და თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობზე ან გზაზე (ტრასაზე) სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ სრიალი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციასა და ყურადღებას. ამასთან, კანონპროექტით თოვლმავლის მართვის უფლების მქონე პირის ასაკი განისაზღვრება 16 წლით.

კანონპროექტის მიხედვით, ასევე, იკრძალება თოვლის/ყინულის სასრიალო ფერდობზე ან გზაზე(ტრასაზე) სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ იმგვარად სარგებლობა, როდესაც იგი აშკარად, პირდაპირ და არსებით საფრთხეს უქმნის საკუთარ ან/და სხვის სიცოცხლესა ან/და ჯანმრთელობას.

კანონპროექტის თანახმად, თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობზე ან გზაზე(ტრასაზე) თოვლმავლის მძღოლებს ეკრძალებათ თოვლმავლით გადაადგილება (გარდა თოვლზე/ყინულზე სასრიალოზე ტერიტორიაზე მყოფი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ სამაშველო, სარეაბილიტაციო და საპოლიციო და სხვა მიზნებით გადაადგილების შემთხვევებისა, რომელთა  თოვლმავალი საშუალებები აღჭურვილი უნდა იქნას არანაკლებ 1,5 მეტრის სიმაღლეზე (თოვლმავლის კაბინაზე ან სპეციალურ ჭოკზე მოტოციგისა და სხვა შემთხვევაში) განთავსებული ციმციმათი).

კანონპროექტი, ასევე ითვალისწინებს თოვლმავლის მართვის წესებს, კერძოდ, მსგავსად ველოსიპედის, მოპედისა და ელექტროთვითმგორავის, თოვლმავლის, მოტოციგების მძღოლებს ეკრძალებათ თოვლმავლით გადაადგილება, თუ საჭე ერთი ხელით მაინც არ უჭირავთ.

პროექტის თანახმად, თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონისა (ტერიტორიის) და თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობისა და გზის (ტრასის) შესაბამისი საზღვრების დამტკიცებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა ან მის მიერვე უფლებამოსილი ორგანო; საქართველოს მთავრობის მიერ ასევე განისაზღვრება თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონის (ტერიტორიის) და თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობისა და გზის (ტრასის) კონტროლისა და ადმინისტრირების განმახორციელებელი პირი, ასევე თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე) სარგებლობის (სრიალის/მოძრაობის) უსაფრთხოებისა და ქცევის წესების განსაზღვრაზე უფლებამოსილი ორგანო.

კანონპროექტთა პაკეტი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებსაც ითავლისწინებს.

დაგეგმილი ცვლილების თანახმად, თოვლმავლით ან მოტოციგით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ თოვლის/ყინულის სასრიალო ფერდობზე/გზაზე (ტრასაზე), აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ადგილებში გადაადგილებისას კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევა გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. წლის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორებისას დაჯარიმდება  200 ლარის ოდენობით.

თოვლმავლის/მოტოციგის მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ან/და თოვლმავლის/მოტოციგის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. წლის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორებისას დაჯარიმდება  200 ლარის ოდენობით.

სასრიალო ტრასით მოსარგებლე პირის მიერ თოვილს/ყინულის სასრიალო ფერდობით ან გზით (ტრასით)  იმგვარად სარგებლობა, როდესაც იგი აშკარად, პირდაპირ და არსებით საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გამოიწვევს წერილობით გაფრთხილებას. იმავე დღეს იმავე ქმედების ჩადენისას  დაჯარიმფრბა  20 ლარის ოდენობით.

სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ სასრიალო ფერდობით ან გზით (ტრასით) სარგებლობა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპულის სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სასრიალო ფერდობით ან გზით (ტრასით) სარგებლობისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და სასრიალო ტრასით სარგებლობის საშუალების ჩამორთმევას ერთი დღით. წლის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორების შემთხვევაში ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^