Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაჩეჩილაძეები: დირექტორის გამოცვლის მიზეზის პოლიტიკური სპეკულაციებით გადაფარვა ხდება

08 თებერვალი, 2016 20:25

„მაესტროს ყოფილი დირექტორის განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და შანტაჟის მცდელობას წარმოადგენს", - ამის შესახებ ნათქვამია ტელეკომპანია "მაესტროს" ამჟამინდელი მფლობელების, გია და ლევან გაჩეჩილაძეების განცხადებაში, რომელსაც მათი ადვოკატი ირაკლი კორძახია ავრცელებს. 

განცხადებაში გია და ლევან გაჩეჩილაძეები მოუწოდებენ „მაესტროს" ჟურნალისტებს და სხვა პერსონალს, არ აყვნენ სპეკულაციებს. 

„ბოლო რამდენიმე დღეა "მაესტროს" ყოფილი დირექტორის განცხადებები წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და შანტაჟის მცდელობას, რომელიც ტელეკომპანია "მაესტროს" იმიჯს ლახავს. მრავალმილიონიანი ვალების გაჩენა, "მაესტროს" სახელის გასხვისება, ქონების არასწორი მართვა, რეიტინგის ვარდნა, სწორედ ეს არის "მაესტროს" დირექტორის გამოცვლის მიზეზი. სამწუხაროდ, მიდის ამ მიზეზის პოლიტიკური სპეკულაციებით გადაფარვა. ცივილურ ქვეყენაში პარტნიორების მიერ წამოწყებული დავის ადგილი მხოლოდ სასამართლოა. მოვუწოდებთ "მაესტროს" ჟურნალისტებს და სხვა პერსონალს, არ აყვნენ ამ სპეკულაციებს. 

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ შეწყდეს "მაესტროს" გაკოტრება და "მაესტრო" დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმში მაუწყებლობას, რომ ყველა იქ მომუშავე ადამიანმა დამოუკიდებლად და სტაბილურად გააგრძელოს საქმიანობა. 

ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ტელეეთერით, შანტაჟის გამოყენებით კანონის ზემოთ დაყენება რომელიმე პირის, რაც ძველი ხელისუფლების მემკვიდრეობაა.

მოვდივართ ოპტიმიზმით და პოზიტივით აღსავსეები "მაესტროს" რეიტინგის ასაწევად", - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^