Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თანამშრომლები: თუ ცვლილებები აისახა, არ ვგეგმავთ დირექტორის განკარგულების შესრულებას

08 თებერვალი, 2016 20:49

ტელეკომპანია „მაესტროს" თანამშრომლების განცხადებით, თუ რეესტრმა დააფიქსირა შესაბამისი ცვლილებები, ისინი არ გეგმავეს შპს „სტუდია მაესტროს” დირექტორისგან განკარგულების შესრულებას.

განცხადების თანახმად , „მაესტროზე" არსებული ყველა ტელეპროექტი ეთერში რჩება, თანამშრომლები განაგრძობენ საქმიანობას, ვიდრე არ გაირკვევა სასამართლოს მიერ პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერება. 

„ტელეკომპანია „მაესტროს" სახელით გვსურს განვაცხადოთ შემდეგი: დღეს ტელკომპანიის უკლებლივ ყველა თანამშრომელს ჰქონდა საშუალება შეხვედროდა, გასაუბრებოდა და მოესმინა ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მაკა ასათიანის პოზიცია. „მაესტროში" მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ: „მაესტროზე” არსებული ყველა ტელეპროექტი ეთერში რჩება. თანამშრომლები აგრძელებენ საქმიანობას და უზრუნველყოფენ ყველა გადაცემისა და საინფორმაციო სამსახურის ეთერის უწყვეტობას. თანამშრომლები აგრძელებნ არხზე მუშაობას, რომელიც დღეს სამართლებრივ დავაშია. თუმცა, ვიდრე არ გაირკვევა სასამართლოს მიერ პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერება, იმ შემთხვევაში, თუ რეესტრმა დააფიქსირა შესაბამისი ცვლილებები, არ ვგეგმავთ შპს „სტუდია მაესტროს” დირექტორისგან განკარგულების შესრულებას. ასევე, ველით პასუხებს იმ მასალებზე და ფაქტებზე, რომელიც დღევანდელ ბრიფინგზე ”მაესტროს” მოქმედმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ გააჟღერა წილის ნასყიდობასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^