Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების წინადადებას ბიურომ მსვლელობა მისცა

15 თებერვალი, 2016 17:11

ბიურომ დღემ მსვლელობა მისცა არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავი შენი უფლებების“ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებებს ეხება.

ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა გობულიანი საკანონმდებლო წინადადებაში წერს, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ერთობა, რომელიც ემყარება მათ უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კონსტიტუციაში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ხარვეზის არსებობა, კერძოდ, ბუნდოვანია მოქმედი კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი, სადაც ვკითხულობთ: „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“. ამ შემთხვევაში მეუღლეთა დეფინიცია არ არის დარეგულირებული კონსტიტუციით. აღნიშნული დათქმა საშუალებას აძლევს ლგბტ პირებს, ტერმინი მეუღლე გაიგონ თავისებურად, თითქოსდა მეუღლეები შეიძლება იყვნენ როგორც მამაკაცი და მამაკაცი, ასევე ქალი და ქალი.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებული კანონმდებლობით, ოჯახი ისედაც განიხილება როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა, რომ არ მოხდეს არასწორი ინტერპრეტირება, აუცილებელია ამ საკონსტიტუციო ჩანაწერის არსებობა.

კანონი არ ქმნის არავისთვის რაიმე ტიპის ახალ უფლებას, ის საზოგადოების არც ერთ ჯგუფს რაიმე ტიპის პრივილეგიას არ ანიჭებს. საქართველოს როგორც სახელმწიფოს ხერხემალი არის ძლიერი ტრადიციული ოჯახი. საქართველოს მსგავს ქვეყანაში, რომელსაც უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემები აქვს, სახელმწიფოს მხრიდან ოჯახის დაცვას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება.

მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ერთსქესიანთა ქორწინება მიუღებელია. 2012 წლის ივნისში NDI-მ საქართველოს მასშტაბით მოაწყო გამოკითხვა, სადაც გამოკითხულთა 89% მომხრე აღმოჩნდა, საკონსტიტუციო ცვლილებით აკრძალულიყო ერთსქესიანთა ქორწინება“, - განმარტავს ლაშა გოლუბიანი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^