Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მჭედლიშვილმა ახვლედიანის გადაყენებას მხარი არ დაუჭირა: „საბჭომ ორი შეცდომა დაუშვა“

22 თებერვალი, 2016 15:38

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაუშვა ორი შეცდომა: დაარღვია სამართლიანობის ელემენტარული პრინციპი და გასცდა თავის უფლებამოსილებას, - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა საბჭოს სხდომაზე ვახტანგ მჭედლიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან მამუკა ახვლედიანის გადაყენებას მხარი არ დაუჭირა. 

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაარღვია კანონის ის ნორმა, რომელსაც ედავებოდა ახვლედიანს, გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს. 

„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაარღვია სამართლიანობის ელემენტარული პრინციპი და არ მოუსმინა მეორე მხარეს, რომელსაც ბრალდებას უყენებდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მხარე ითხოვდა პარასკევამდე სათანადო გონივრული ვადის მიცემას თავის დასაცავი და ფაქტობრივი არგუმენტების წარმოსადგენად.

იუსტიციის საბჭო გასცდა თავის უფლებამოსილების ფარგლებს, შეიჭრა სადისციპლინო კოლეგიის ფუნქციებში და დააკისრა დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება - თანამდებობიდან გათავისუფლება. ეს იგივეა, რომ პროკურატურამ გამოიძიოს საქმე, წაუყენოს ბრალი პირს, თავად გამოიტანოს განაჩენი, დააკისროს სასჯელი და აღუკვეთოს თავისუფლება. აქ მოხდა პროცედურული დებულებების დარღვევა“, - განაცხადა მჭედლიშვილმა. 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მის გადაყენებას მხარი პრეზიდენტის მიერ დანიშნული ვახტანგ მჭედლიშვილის გარდა საბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, შოთა გეწაძემ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვა.

როგორც გეწაძემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მამუკა ახვლედიანმა უფლებამოსილებას გადააჭარბა და სპეციალიზაციებთან დაკავშირებით შეიჭრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებებში, რის გამოც მას საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს და დარჩეს რიგით მოსამართლედ. 

დღევანდელ სხდომას მამუკა ახვლედიანი არ ესწრებოდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^