Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცილისწამება სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯოს - თედო კობახიძის წინადადება

25 თებერვალი, 2016 12:32

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე აპირებს პარლამენტს საკანომდებლო წინადადებით მიმართოს, რათა ცილისწამება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი გახდეს.

„მე ვაპირებ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობას. ეს იქნება ცილისწამება, რომელიც ისჯებოდა სისხლის სამართლის კუთხით. მე ამ დღეებში მივმართავ საქართველოს პარლამენტს, რომ მსგავსი დათქმა ისევ ამოქმედდეს სისხლის სამართლის კოდექსში. მსგავსი მარაზმი, რაც დღეს საქართველოში ხდება, ასე ლაფის დასხმა ადამიანებისთვის და მართლა პიროვნებებისთვის, იმ სახელის და გვარის მატარებელი ადამიანებისთვის, ვინც თავს ადამიანებად, კაცებად, ქალბატონებად, ქართველებად მიიჩნევენ, კობა კობახიძისნაირი მაძუნგარები მათ არ უნდა სვრიდნენ, ასე არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, მე ამ დღეებში საქართველოს პარლამენტს მივმართავ და მოვითხოვ. მექნება საკანონმდებლო წინადადება და ამავდროულად კანონპროექტი წარდგენილი, რომლითაც მოვითხოვ, რომ ცილისწამება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი გახდეს“, - განაცახადა თედო კობახიძემ ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში.

კობახიძის განმარტებით, სამოქალაქო დავა ვერ გამოისყიდის პატივისა და ღირსების შელახვას.

„პატივისა და ღირსების შელახვა არის სამოქალაქო დავა, რომელიც, ვფიქრობ, არასწორიც კია იმიტომ, რომ ეს ვერანაირად ვერ ისყიდის იმ პატივის და ღირსების შელახვას, ვერც ის ასეულობით თუ ათასეულობით დარიცხული ლარი, რა მაქსიმალურ ოდენობასაც სასამართლო განსაზღვრავს“, - განმარტა კობახიძემ.

მისივე თქმით, კანონპროექტის მომზადების მიზეზი ბოლო თვეებში შეწყალების კომისიის საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენებია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^