Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სესიაშვილი: ცილისწამება რომ დასჯადი გახდეს, მედიის მუშაობა შეიზღუდება

25 თებერვალი, 2016 14:23

„ცილისწამება რომ სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდეს, ეს მედიას შეზღუდავს და ამის მომხრე არ ვარ", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.

მისი განმარტებით, ცილისწამება სისხლის სამართლებრივად დასჯადი არ უნდა გახდეს და ამ მუხლით დასჯადობა კოდექსიდან სწორედ მედიის თავისუფლების გამო ამოიღეს.

„მსოფლიოში ცილისწამება რომ დასჯადი იყოს, ეს გარკვეულ პრობლემას შეუქმნიდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. მაშინ, როცა ეს ცვლილება განვახორციელეთ და ამოვიღეთ ეს მუხლი, პირველ რიგში გავითვალისწინეთ მედიის თავისუფლება", - განაცხადა სესიაშვილმა. მისივე თქმით, უნდა არსებობდეს ქმედითი ნაბიჯები იმისათვის, რომ ნებისმიერი ადამიანი იყოს დაცული, რათა მისი იმიჯი არ შეილახოს.

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, თედო კობახიძემ ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერით განაცხადა, რომ ცილისწამების მუხლი „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" დაბრუნდეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^