Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: შახტის ადმინისტრაციაში ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

25 თებერვალი, 2016 23:50

„ტყიბულის რაიონული პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ შახტის ადმინისტრაციის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა, რომელთა ნაწილიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა დააზიანეს შენობის ფანჯრები და ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ", - განუცხადეს „ლიბერალს" შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შსს-ს ცნობით, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით ადგილზე იმყოფებიან ტყიბულის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები, ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

„ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, ტყიბულში პოლიციას აქციის მონაწილე შპს „საქნახშირი (ჯი აი ჯი ჯგუფი)"-ს ადმინისტრაციის შენობაში ჰყავს დაკავებული. მაგრამ შსს აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

განახლება:

„ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, დაკავებული პირი თავისუფალია და მასთან ერთად ადმინისტრაციის შენობა აქციის ყველა მონაწილემ დატოვა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^