Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქორწინების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტშია ინიცირებული

14 მარტი, 2016 19:51

ქორწინების საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში ინიცირებულია. მისი ინიციატორი პარლამენტის 80 წევრია, რომელთა შორის ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების" წევრებიც არიან. ხოლო ავტორი ფრაქციები -  „ქართული ოცნება", „ქართული ოცნება - კონსერვატორები", „ქართული ოცნება - მრეწველები", და „ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმია".

პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად ბიურომ კონსტიტუციური კანონის პროექტი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადასცა.

პროექტის თანახმად, კონსტიტუციაში გაიწერება, რომ ოჯახის შექმნის მიზნით ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირია. კერძოდ, კონსტიტუციის 36-ე მუხლის 1-ელი პუნქტი შემდეგნაირად ჩამოყალიბდება: ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება.

„რესპუბლიკელების" ფრაქციიდან პროექტს მხოლოდ ორი დეპუტატი, ფრიდონ საყვარელიძე და მალხაზ წერეთელი აწერენ ხელს. 

16 მარტს, 12 საათზე ბიუროს სხდომა, ხოლო 13 საათზე პლენარული სხდომა გაიმართება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^