Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Instagram-ის ვიდეოების ხანგრძლივობა ერთ წუთამდე იზრდება

30 მარტი, 2016 11:54

Instagram-ის მომხმარებლებისთვის უფრო ხანგრძლივი ვიდეოების ატვირთვა დღეიდან დაიწყო და რამდენიმე თვის განმავლობაში ყველა მომხმარებლისთვის გახდება შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზე გავრცელდა.

ვიდეოს ატვირთვის ფუნქცია Instagram-ს 2013 წელს დაემატა და მას შემდეგ მისი მაქსიმალური ხანგრძლივობა 15 წამია. ცვლილების შემდეგ კი, კომპანიის ინფორმაციით, მაქსიმალური ხანგრძლივობა 1 წუთამდე გაიზრდება.

„გვსურს, შემოგთავაზოთ მეტად სახალისო მოქნილი და კრეატიული შესაძლებლობები, ატვირთოთ და უყუროთ ვიდეოებს Instagram-ზე. მიმდინარე პროექტით სულ მალე გექნებათ საშუალება, ატვირთოთ 60-წამიანი ვიდეოები თქვენს გვერდებზე. ეს პირველი ნაბიჯია იმ მრავალთაგან, რომელსაც მიმდინარე წლის განმავლობაში შემოგთავაზებთ.

ბოლო 6 თვის განმავლობაში მაჩვენებელმა, თუ რამდენად ხშირად და მეტ ხანს უყურებენ ადამიანები ვიდეოებს, 40%-ით მოიმატა. მეტად ხანგრძლივი ვიდეოები კი უფრო მრავალფეროვან ისტორიებს ნიშნავს თქვენს რჩეულ სოციალურ ქსელებში.

iOS-ის მომხმარებლისთვის ჩვენ ვაბრუნებთ ფუნქციას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება რამდენიმე ვიდეოს ერთ ვიდეოკლიპში გაერთიანება. ეს ფუნქცია iOS-ის მომხმარებლებისთვის უკვე მიმდინარე კვირაში გახდება ხელმისაწვდომი“, - წერენ Instagram-ის ოფიციალურ ვებგვერდზე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^