ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 4 აპრილს ბუკიას ბაღში ლეკვების გაჩუქების აქციას მართავს.
ღონისძიება მიძღვნილია უპატრონო ცხოველების საერთაშორისო დღისადმი, რომელსაც მსოფლიო 2011 წლიდან ყოველ 4 აპრილს აღნიშნავს.
„დარიგდება საინფორმაციო ბუკლეტები და მოქალაქეებს გაეწევათ სხვადასხვა სახის კონსულტაცია ცხოველების მოვლა-პატრონობის წესის დაცვისა და ჰუმანური მოპყრობის დანერგვის მიმართულებით, რაც დადებითაც აისახება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასა და ცხოველების პოპულაციის მართვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე" - ნათქვამია მერიის განცხადებაში.