Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არინა თავაქარაშვილი - სტალინის ძეგლის ხელმეორედ დადგმა-არდადგმას შეეწირა ჩემი ლექციები

05 აპრილი, 2016 12:57

გორში სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორის, არინა თავაქარაშვილის თქმით, ის უნივერსიტეტში აღარ ასწავლის და მისი ლექციები „სტალინის ძეგლის ხელმეორედ დადგმა არდადგმას შეეწირა” - ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„დიახ, მე აღარ მაქვს ლექციები სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტში და, სამწუხაროდ, აღარ ვხვდები სტუდენტებს... (უნივერსიტეტის გარეთ, რა თქმაუნდა გვაქვს, ურთიერთობები).
ეს ჩემთვის არ არის იოლად გადასატანი და ვიტყვი, რომ ძალიან ძნელიცაა და მძიმეც.
რახან მაინც დაიწერა, ვიტყვი, რომ ისევე, როგორც მე მაქვს მყარი პოზიციები სტალინიზმზე, რუსეთზე, მათაც აქვთ თავიანთი აღფრთოვანებული დამოკიდებულება სტალინზე.
ეს მათი ნებაა, მაგრამ ღირებულებებს არ შეველევი და თუ ასე ითვლება, მე ანტისტალინელი ვარ...
ჩემი პოზიცია მყარია და ვერ შემაცვლევინებთ“.

ძალიან მიჭირს ამ პოსტის დაწერა, მაგრამ მაინც მომიწევსდიახ,  მე აღარ მაქვს ლექციები სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტში დ...

Posted by Arina Tavakarashvili on Monday, April 4, 2016

არინა თავაქარაშვილი სტალინის ძეგლის დაგმის წინააღმდეგია. სიტყვით 2015 წლის 2 ოქტომბერს გორის საკრებულოს სხდომაზე გამოვიდა.

სუხიშვილის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი „ლიბერლთან“ საუბარში არინა თავქარიშვილის გათავისუფლებას უარყოფს და ამბობს, რომ აგვისტოში მან თავად დატოვა ადმინისტრაციული თანამდებობა, ლექციები კი სტუდენტების მცირე ნაკადის გამო აღარ გაუგრძელდა. ის კატეგორიულად უარყოფს არინა თავქარიშვილის გათავისუფლების ფაქტს და ამბობს, რომ არინა  მისი ოჯახის ახლობელია.

სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი 1995 წლის იანვარში სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ვალერი სუხიშვილმა დააფუძნა. უნივერსიტეტის აქვს როგორც საბაკალავრო ისე სამაგისტრო პროგრამები.

უნივერსიტეტის რექტორი ვალერი სუხიშვილი ორგანიზაცია „სტალინელის“ წევრიცაა.

ჩვენმა ახალგაზრდობამ არც კი იცის, როგორი იყო გასული საუკუნის 20-იანი წლები. როგორ დუხჭირ ცხოვრებაში ცხოვრობდა ხალხი. სტალინმა მილიონობით ადამიანი მიწურიდან ამოიყვანა და 2-სართულიან სახლებში ცხოვრობენ დღესაც. სტალინმა მილიონობით ადამიანს ბინა მისცა; მილიონობით ადამიანი უფასოდ მკურნალობდა. დღეს კი ადამიანს ოპერაციის ფული არ აქვს და კვდება, მაშინ კი ნებისმიერი მკურნალობა იყო უფასო. წამლები სიმბოლურ ფასად იყიდებოდა. ჩვენს ახალგაზრდობას არ აქვს ინფორმაცია, ვინ იყო სტალინი. მეოცე საუკუნის ყველა უბედურება, ხრუშჩოვის ბოროტება და ბრეჟნევის უქნარობა ამ კაცს დააბრალეს ყველაფერი. მახსოვს, როგორი წესრიგი იყო, შენდებოდა ქარხნები, არ არსებობდა უმუშევრობა. მათხოვარიც კი არ იყო საქართველოში, უპატრონო ბავშვი არ იყო. ამის დაუფასებლობა შეიძლება?" - ეს შეფასება სწორედ ვალერი სუხიშვილს ეკუთვნის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 დეკემბერი
16 დეკემბერი

თბილისის მთავარ ნაძვის ხეს რესპუბლიკის მ ...

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება. მან ამის შესახებ ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

მთაწმინდაზე და გმირთა მემორიალთან მისვლა ...

საინაუგურაციო კომისიის ხელმძღვანელის კახა კახიშვილის განცხადებით, დღეს მთაწმინდის პანთეონში და გმირთა მემორიალთან მ ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

ზურაბიშვილმა მთაწმინდის პანთეონსა და გმი ...

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციამდე 1 დღით ადრე მთაწმინდის პანთეონსა და გმირთა მე ...
^