Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შვეიცარიული გაზეთი: Panama Papers-ის დოკუმენტებში დავით კეზერაშვილიც ფიგურირებს

11 აპრილი, 2016 15:23

შვეიცარიული გაზეთის ინფორმაციით, Panama Papers-ის სახელით გავრცელებულ ფარულ დოკუმენტებში ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გარდა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სახელიც ფიგურირებდა. 

Tribune De Geneve-ს თანახმად, 10 დღეში მას შემდეგ, რაც კეზერაშვილმა თანამდებობა 2008 წლის დეკემბერში დატოვა, მისმა ათმა რწმუნებულმა ოფშორულ ზონაში სამი კომპანია დაარეგისტრირა, რომელთაგან ერთ-ერთის ანგარიშზე ნავთობის ბიზნესიდან მიღებული მილიონობით დოლარი ირიცხებოდა. Panama Papers-ის თანახმად, შვეიცარიული ბანკის ანგარიშზე დაახლოებით 21 მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა, ამასთან, ამავე გზით მოხვდა დაახლოებით 25 მლნ სხვა ანგარიშებზე. 

შვეიცარიული გაზეთის თანახმად, მას შემდეგ რაც 2013 წელს კეზერაშვილის მიმართ კორუფციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო, ამ უკანასკნელის რწმუნებულმა პანამის იურიდიულ კომპანიას დოკუმენტების რეგისტრაციისა და მათი ძველი რიცხვით დათარიღების თხოვნით მიმართა. გაზეთის თანახმად, პროცესის დაწყებამდე კეზერაშვილმა თანხა სხვა ორი ოფშორული კომპანიის ანგარიშებზე გადაიტანა.

ბიძინა ივანიშვილი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე ოფშორულ კომპანიას ფლობს, რომელიც პრემიერ-მინისტრობის დროს დეკლარაციაში არ წარუდგენია -  საგამოძიებო ჟურნალისტების ქსელმა დაფარული მონაცემები გაასაჯაროვა, რომელიც Panama Papers-ის სახელითაა ცნობილი და მსოფლიო მასშტაბით მრავალი ადამიანის დაფარული ქონების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^