Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თოფაძე: „პატრიოტთა ალიანსს“ დიდ პატივს ვცემთ, ძალიან ობიექტური ტელევიზია შექმნეს

20 აპრილი, 2016 12:21

„ვნახოთ პოლიტიკური სიტუაცია როგორ განვითარდება. არავისთან ალიანსს არ გამოვრიცხავთ“, -  „მრეწველების“ ლიდერი გოგი თოფაძე საპარლამენტო არჩევნებისთვის შესაძლო გაერთიანებებზე საუბრობს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე პარტია, ჯერჯერობით, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას გეგმავს.

„დღესდღეობით ვცდილობთ, არჩევნებზე მარტო გავიდეთ, თუმცა „პატრიოტთა ალიანსს“ ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ძალიან ობიექტური ტელევიზია შექმნეს განსხვავებით სხვა ტელეარხებისგან. პროქართული პოზიცია უჭირავთ. პატივს ვცემთ თარხან-მოურავსაც, ქალბატონ ირმასაც, არ გამოვრიცხავ, მაგრამ ჯერ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ვფიქრობთ, ჩვენ გვაქვს ბევრთან იმდენი უპირატესობა, რომ ყველა საარჩევნო უბანში ჩვენი წარმომადგენელი გვყავს. ყველა უბანზე გვყავს დამკვირვებლები - საკმაოდ გამოცდილი ხალხი გვყავს და გვაქვს იმედი, რომ არჩევნებს არავინ გააყალბებს“, - განაცხადა გოგი თოფაძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^