Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფინანსისტები დიდ ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლის უარყოფით შედეგებზე აფრთხილებენ

20 აპრილი, 2016 14:07

ევროკავშირიდან  გასვლა დიდი ბრიტანეთისთვის შესაძლოა, დიდ რისკებთან იყოს დაკავშირებული.

აშშ-ის რვა ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა მისცა ინტერვიუ გაზეთ Times-ს დიდი ბრიტანეთის მხრიდან ევროკავშირის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით. მათ განაცხადეს, რომ ეს გამოიწვევს ლონდონის,  როგორც  ევროპაში ეკონომიკურად ძლიერი დედაქალაქის, პოზიციის შესუსტებას.

სტატია აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას დიდ ბრიტანეთში ვიზიტამდე გამოქვეყნდა. სტატიის ავტორები ამბობენ, რომ დიდი ბრიტანეთისთვის რთული იქნება დადოს  და დაიცვას ხელშეკრულებები ვაჭრობასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც ის არ იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

დიდი ბრიტანეთის მხრიდან  ევროკავშირის დატოვების მხარდამჭერებმა  სტატიის ავტორები ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ შეუფასებელია ის, თუ რა ადგილს იკავებს დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში.

ფინანსთა მინისტრმა, ჯორჯ ოსბორნმა ადრე განაცხადა, რომ  ევროკავშირიდან გასვლა დიდი ბრიტანეთისთვის სერიოზული  ეკონომიკური  შოკი იქნება.

დიდი ბრიტანეთის  მიერ ევროკავშირის დატოვების შედეგებზე საერთაშორისო სავალუტო ფონდიც აფრთხილებდა ლონდონს. მისი სპეციალისტები აღნიშნავდნენ, რომ თვალყურს ადევნებდნენ, რა შედეგები იქნება, როგორც რეგიონულ ასევე გლობალური მასშტაბით.

დიდი ბრიტანეთში ევროკავშირის შესაძლო დატოვების შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს გაიმართება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც ბრიტანელები ამ დღეს მიიღებენ, იქნება საბოლოო და განმეორებითი რეფერენდუმი არ გაიმართება.

წყარო: BBC

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^